ნაპოლში არალეგალური მიგრაციის მართვის საკითხზე შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი და Frontex-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ლეიტენსი, საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის მინისტრი მაკის ვორიდისი, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი, ესპანეთის მიგრაციის საკითხების მინისტრი ფერნანდო გრანანდო-მარლასკა გომესი, კვიპროსის მიგრაციის მინისტრი ნიკოლაოს იოანიდისი და მალტის მიგრაციის საკითხების კურატორი მინისტრი ევროპიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციების და საზღვრების კონტროლზე შეთანხმდნენ.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზის შეფასებით შეხვედრის მონაწილე მინისტრები Frontex-ის გაძლიერების აუცილებლობაზე და 26-პუნქტიანი დოკუმენტის საერთო პრინციპეპზე შეთანხმდნენ.
„ყველამ ვაღიარეთ Frontex-ის გაძლიერების აუცილებლობა, რათა მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს არალეგალური მიგრაციის პრევენციაში, საზღვრების მეთვალყურეობაში და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის განხორციელებაში“, – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ.
ხუთმა მინისტრმა ერთობლივ განცხადებაში ერთხელ გაიმეორეს, რომ მიესალმებიან : „ევროკომისიის მიერ რეპატრიაციის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და წევრი სახელმწიფოებისთვის საერთო რეგულაციების უზრუნველყოფის მცდელობებს“.
მინისტრებმა დასძინეს, რომ აუცილებელია „არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად ადეკვატური ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება და ეფექტური ქმედებების განხორციელება.