საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები თესალონიკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: https://tinyurl.com/28cna7nt