მიგრანტებისგან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნებმა იკლო

0
983

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი მიმართვიანობის მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და 912,000 განაცხადი შეადგინა. EU-ს წევრ ქვეყანას თავშესაფრის მისაღებად 2024 წელს ყველაზე ხშირად სირიიდან წამოსული ლტოლვილები მიმართავდნენ, საერთო ჯამში 148,000 მოთხოვნით, რაც მთლიანი რაოდენობის 16%-ია.

Eurostat-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში საცხოვრებლის მისაღებად მაღალი იყო მიმართვიანობა ვენესუელის მოქალაქეების მხრიდან – 73,000 განაცხადი, მესამე ყველაზე დიდ ჯგუფს კი, გასულ წელს, ავღანელები შეადგენდნენ – 72,000 განაცხადი. თავშესაფრის მომთხოვნი პირებიდან 36,000 მშობლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანი იყო, უმეტესობა სირიიდან (32%), ავღანეთიდან (16%) და ეგვიპტიდან (8%).

თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარდგენილი განაცხადებიდან თითქმის მეოთხედი გერმანიაზე მოდიოდა. პირველადი მიმართვიანობის რაოდენობამ გერმანიისთვის 230,000-მდე განაცხადი შეადგინა, რიგით მეორე იყო ესპანეთი – 164,000 განაცხადი. შემდეგ მოდის იტალია (17%), საფრანგეთი (14%) და საბერძნეთი (8%).

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან თავშესაფარზე ყველაზე ნაკლები განაცხადი (25) უნგრეთმა მიიღო. მოსახლეობის ზომასთან შედარებით, აპლიკაციების ყველაზე დიდი რაოდენობა კვიპროსზე მოდიოდა – ყოველ 1,000 ადამიანზე 7.2 პირველადი განაცხადით. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში ყოველ 1,000 პირზე აპლიკაციების საშუალო რაოდენობა 2-ს უტოლდებოდა. ყოველ 1,000 ადამიანზე თავშესაფრის მიმართვიანობით, კვიპროსს გასულ წელს საბერძნეთი მოსდევდა (6.6), შემდეგ იყო ესპანეთი (3.4) და ლუქსემბურგი (3.2).ევროკავშირის წევრმა რომელმა ქვეყნებმა მიიღეს ყველაზე მეტი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წელს: გერმანია – 229,750 განაცხადი.

ესპანეთი – 164,034 განაცხადი

იტალია – 151,120 განაცხადი

საფრანგეთი – 130,950 განაცხადი

საბერძნეთი – 68,995 განაცხადი

ბელგია – 33,095 განაცხადი

ნიდერლანდები – 32,000 განაცხადი

ავსტრია – 21,835 განაცხადი

პოლონეთი – 15,445 განაცხადი

ბულგარეთი – 12,030 განაცხადი.