საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის მაკის ვორიდისის განცხადებით, საბერძნთის საემიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამუშაო ვიზების გაცემის შეფერხებაა.
მინისტრის შეფასებით ვიზების დაგვიანება არა რეგიონული ადმინისტრაციების, არამედ საზღვარგარეთ საბერძნეთის საკონსულოების გამო ხდება,რაც მისი თქმით აფერხებს მიგრანტების ლეგალიზაციის საკითხს- იუწყება Schengen.News.
მინისტრის განცხადებით საბერძნეთისთვის პრიორიტეტული არის სასოფლო-სამეურნეო მუშაკებისთვის ვიზების გაცემა და მისი გაცემის დაგვიანების პრობლემის მოსაგვარებლად, მიგრაციის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ჯგუფის მუშაკთა ქვეყანაში ლეგალურად შესვლას.
მაკის ვორიდისი ოპტიმისტურად უყურებს სამუშაო ვიზების გაცემის პროცედურების საკითხს და იმედოვნებს რომ პრობლემების აღმოფხვრა ივნისის ბოლომდე დასრულდება.
,, ვიმედოვნებ, რომ მაისში შევძლებთ შეთანხმებულ საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას მინისტრთა კაბინეტში , რომ შემდგომ მას კენჭი ვუყაროთ პარლამენტში და მივიღოთ შესაბამისი კანონმდებლობა – განაცხადა მინისტრმა და დასძინა რომ , არსებობს შესაძლებლობა, 2025 წლის სეზონისთვის დროულად მიაღწიონ შეთანხმებას და ივნისიდან მოხდეს ამ საკითხის ეფექტურად მართვა.
საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრი მაკის ვორიდისი ამავდროულად, აცხადებს რომ ის მზად არის გახსნას დიალოგი , რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.