საბერძნეთში არალეგალების შემცირების პოლიტიკა შეუქცევადი იქნება- აცხადებს მაკის ვორიდისი.

0
1409
ÄÅÕÔÅÑÇ ÇÌÅÑÁ ÓÕÆÇÔÇÓÇÓ ÓÔÇÍ ÏËÏÌÅËÅÉÁ ÔÇÓ ÂÏÕËÇÓ Í/Ó ÔÏÕ ÕÐ. ÅÓÙÔÅÑÉÊÙÍ (ÊÏÍÔÁÑÉÍÇÓ ÃÉÙÑÃÏÓ EUROKINISSI)

საბერძნეთში არალეგალების შემცირების პოლიტიკა შეუქცევადი იქნება – აცხადებს საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი მაკის ვორიდისი.

საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის მინისტრის მაკის ვორიდისის შეფასებით საბერძნეთის მთავრობის გამკაცრებულმა საემიგრაციო პოლიტიკამ შედეგები უკვე გამოიღო და მისი განცხადებით შედეგად არალეგალი მიგრანტების ნაკადების შემცირება დაფიქსირდა.

მიგრაციის მინისტრის კუნძულ ხიოში გაკეთებული განცხადებით, 2025 წლის პირველ კვარტალში მიგრაციული ნაკადის 27%-იანი შემცირება ფიქსირდება, 2024 წლის ანალაგიურ პერიოდთან შედარებით.
მაკის ვორიდისმა მინისტრად მუშაობის საკუთარი პერიოდიც შეაფასა და განაცხადა რომ მისი მიგრაციის სამინისტროში თვენახევრის მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პოლიტიკა გაცილებით ეფექტური გახდა და განსაკუთრებით ნებაყოფლობითი დაბრუნების და არალეგალების დეპორტაციების კუთხით:
„ეს პოლიტიკა შეუქცევადი იქნება. ეს ჩვენი მთავრობის დღის წესრიგის ნაწილია და ჩვენ გავაგრძელებთ მის განხორციელებას“, – დასძინა მან.