პოლონური მედიის ცნობით ერთ -ერთი კომპანიის მენეჯერმა ქართველი თანამშრომლის დაპატიმრება პოლიციას სთხოვა.
როგორც პოლონური პრესა იტყობინება პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში 37 წლის საქართველოს მოქალაქე სამსახურში დაწყებული ჩხუბის შემდეგ მენეჯერის მოთხოვნით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაცი თავის უფროსს “დაბეტონებით” ემუქრებოდა. პოლიციას კომპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა მიმართა და განაცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოს მოქალაქე თანამშრომელი მას არაერთხელ დაემუქრა.”მუქარამ ადგილობრივი ძალიან შეაშინა, რადგან ქართველი ამტკიცებდა, რომ “დააბეტონებდა”, – წერს ადგილობრივი მედია.
პროკურორმა საქართველოს მოქალაქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა შეიტანა. სასამართლომ კი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მსგავსი განცხადებებისთვის ბრალდებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“ასეთი ქცევა დანაშაულია და გამოიწვევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას”, – განაცხადეს ქვემო სილეზიის პოლიციაში.
EADaily-ს ინფორმაციით, რომ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები 1895-ჯერ დააკავეს. ამ წლის დასაწყისისთვის პოლონეთის ციხეებში 322 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.