ადრიდსა და ალიკანტეში ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ ექვსი ბინის ძარცვა. ბრალდებულებს შტაბი ქალაქ ალიკანტეში ჰქონდათ და ისინი მადრიდში ჩასვლისას დააკავეს. ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად წაუყენეს ორი ბინის ძარცვა ალიკანტეში, ოთხის კი მადრიდში, ასევე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა. სამართალდამცველებმა ძარცვის რამდენიმე ფაქტზე გამოძიება გასული წლის ბოლოს დაიწყეს....
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე...
დღეს ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე. მათივე ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და დაჰყონ 90 დღე 180 დღიან პერიოდში.
რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, ანტიპუტინისტური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელსაც ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ედგა სათავეში. აქციაზე კი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისთვის, ერთ პირს 27 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. საპროტესტო აქციას, ერთი მთავარი სლოგანი - "Он нам не царь" ("ის( პუტინი) ჩვენი მეფე არ არის") ჰქონდა.  აქცია რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული...
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება. სისხლის სამართლის კოდექსს შესაძლოა ახალი - სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს...
19 წლის სოფო აბაშიძე, ახლა თურქეთში თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, აღნიშნული ფაკულტეტიც სწორედ რელიგიის გამო აირჩია, ამბობს, რომ “რელიგიები ერთმანეთისგან ტრადიციებით, შინაარსით, სიძველითა და ფილოსოსოფიური სიღრმეებით განსხვავდება, მეც ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი რელიგიური საკითხებით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი თუ რატომ ავირჩიე თეოლოგია..”   სოფომ სკოლის დამთავრების შემდეგ,  დაიწყო თავსაფრის ტარება, გადაწყვეტილება არავის დაძალებითა...
მაგი, რომელიც ოლივერ უორდროპს(1864–1948) საქართველოს წინაშე მიუძღვის, ნებისმიერ ქართველს მადლიერების უსაზღვრო გრძნობას უჩენს. ქართველი ხალხის მეხსიერებაში ამ გამოჩენილი დიპლომატისა და მთარგმნელის, ჩვენი ქვეყნის გულითადი ქომაგის სახელი ამიერიდან კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდება მასზე შექმნილი წიგნებით, მისთვის დადგმული ძეგლით, ასევე თბილისში მისი სახელობის სკვერისა და ქუჩის არსებობით. 1919 წლის ივლისში ბრიტანეთის საგარეო...
არჩილ თალაკვაძის თქმით სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. „მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში . https://www.youtube.com/watch?time_continue=64&v=uWCx54q4EQY
საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობა არ მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან. „პრაიმტაიმის“ ემიგრანტის დღიურების რუბრიკის სტუმარია ქართველი ემიგრანტი 26 წლის ნათია სალაძე. - მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ და რა მიზეზით წახვედით საზღვარგარეთ?  - მე ვარ ნათია სალაძე 26 წლის,  ხარაგაულის რაიონ სოფელ ვარძიიდან....