6 მარტს გაიმართა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის შეხვედრა სერბეთის პატრიარქთან მის უწმინდესობა ირინეოსთან. შეხვედრამ ჩაიარა უაღრესად თბილ ატმოსფეროში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონეს და ორი ქვეყნის საპატრიარქოების წვლილს აღნიშნული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში. სერბეთის პატრიარქის მხრიდან ცალსახად აღინიშნა, რომ...
იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილს წერს. „ემიგრანტები“ მას უცვლელად გთავაზობთ. ბატონო გიორგი, ამ წერილს იტალიაში, ტოსკანაში, პიზასთან ახლოს, ერთ პატარა სოფელ ფორკოლში ჩელაიების ოჯახის ბადანტე (მომვლელი), პროფესიით ჟურნალისტი ლელა თოლორდავა გწერთ. წერილის დაწერამდე...
26 მაისს კვირას ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები არიან უმრავლესობაში. ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა. იტალიაში ნაციონალისტური პარტიები...
ევიის სოფელის მაცხოვრებლები შოკირებულნი არიან... ჩრდილოეთ ევიელი 61 წლის მამაკაცის ისტორია შოკისმომგვრელია, რადგან გაურკვეველი მიზეზით დაასრულა სიცოცხლე შაბათს ნაშუადღევს. მისმა ახლობლებმა იგი სისხლის გუბეში იპოვნეს და პოლიციას აცნობეს. ინფორმაციის თანახმად, 61 წლის მამაკაცმა იარაღი თავის არეში გაისროლა. იგი გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე და როგორც კანონი ითხოვს ამ შემთხვევებში, ჩატარდება...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 თებერვალს ავღანეთს ესტუმრა, სადაც ნატოს მისიაში მომსახურე ქართველ სამხედროებს, ასევე ავღანეთის ხელმძღვანელობას შეხვდა. „ვამაყობ ჩვენი ქართველი ჯარისკაცებით, რომელთაც ნატოს კოალიციის მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში ავღანეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულ ჯარისკაცებს...
იაპონიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ ასობით ათას მიგრანტს შრომის ბაზარზე, სხვადასხვა სექტორში დასაქმებას გაუმარტივებს. ამის შესახებ BBC წერს. 2019 წლის აპრილიდან უცხოელები შეძლებენ სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და საექთნო სექტორში დასაქმდნენ. იაპონია, ტრადიციულად, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა, თუმცა ხელისუფლება განმარტავს, რომ ახალი კანონი ერის სწრაფი ტემპით დაბერებითააგამოწვეული და სხვადასხვა სექტორს ახალგაზრდა კადრები ესაჭიროება. ოპოზიციური პარტიები ახალ კანონს...
სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად დამტკიცების შემდგომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა . სომხეთის ახალმა პრემიერმა სომხური დიასპორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დიასპორების მინისტრი შეცვალა, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორების ახალ მინისტრად სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ფრაქცია „ელქის“ წევრის მხითარ ჰაირაპეტიანის დანიშვნის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.  წინა ხელისუფლების მიმართა უკმაყოფილებას სომხური დიასპორა ღიად გამოხატავდა, საჯაროდ და...
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში მდებარე საავადმყოფოებში ადგილებისა და ექიმების დეფიციტია. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ლომბარდიის რეგიონში მდებარე ქალაქ ლოდისა და კრემონში საავადმყოფოები გადავსებულია. ამიტომ, პაციენტებს სხვა სამკურნალო დაწესებულებებში მისვლას სთხოვენ. შექმნილი მდგომარეობის გამო, ლომბარდიაში მდებარე კერძო კლინიკების ნაწილმა მზადყოფნა...
საბუთების არმქონე მიგრანტები საფრანგეთის პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპსა და Air France-ის ხელმძღვანელთან ითხოვდნენ შეხვედრას. თავშესაფრის მაძიებლებმა საფრანგეთიდან დეპორტაცია გააპროტესტეს. მოძრაობას მათ "შავი ჟილეტები" უწოდეს. https://twitter.com/RemyBuisine/status/1130131134204010496     Plusieurs centaines de sans papiers envahissent le Terminal 2 de l’aéroport Roissy pour dénoncer les expulsions et le traitement des sans papiers. Utilisation de gaz lacrymogènes par les policiers. Ils veulent...
სამი ქართველიევროპის ჩემპიონი სამბოში ესპანეთის ქალაქ ხიხონში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის გამარჯვებულები თორნიკე ჭოველიძე (62 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (80 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს...