Home ეკონომიკა

ეკონომიკა

„საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ - ასეთი სტიკერებით გაიყიდება ქართული ღვინო ამერიკაში. საუბარია, მარიამ იოსებიძის მიერ წარმოებულ ღვინო „თავკვერზე“, რომლის 300 ბოთლიც ამერიკაში სწორედ ამ წარწერით გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს. „მაგარი ამბავი გვაქვს, O, MODA, MODA-ს ჩანთით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, რითაც შეგვიძლია გავაპროტესტოთ ოკუპაცია და...
კახა მასხულია პროფესიით შემდუღებელია. ხელობა საქართველოში, პროფესიულ კოლეჯში შეისწავლა და პატარა სახელოსნოში დასაქმდა, თუმცა, მაღალი ანაზღაურებისა და უკეთესი გამოცდილების მიღების მიზნით, მაინც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან გაიგო, რომ დროებით საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამსაქმებლები კანდიდატების ასარჩევად ჩამოდიოდნენ. პირველად, 2017 წლის ნოემბერში წავიდა პოლონეთში და ვოლვოს სატვირთო ავტომანქანების ქარხანაში დასაქმდა....
  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მორგებულია ბიზნესის განვითარების დონესა და დაფინანსების საჭიროებაზე. პროგრამა გამიზნულია ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის - „სტარტაპის“ და არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი "უმასპინძლე საქართველოში“ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითარონ სასტუმრო ბიზნესი, შექმნან სამუშაო ადგილები, მოიზიდონ მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას. აღნიშნული კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და...
"დიახ, მე საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა,"- ამ სიტყვებით დაიწყო ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, სიტყვით გამოსვლა Women in the World 2018 წლის სამიტზე. პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ", რომელზეც თამარ ჩერგოლეიშვილი სიტყვით გამოდის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის...
2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების სახით ევროკავშირის ქვეყნებიდან 78 მლნ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში, ხოლო რუსეთიდან 64 მლნ დოლარი. შესაბამისად ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით ევროკავშირი რუსეთზე წინაა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. იანვარ-თებერვალში ჯამში 224 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რომლის 35% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 29% რუსეთზე მოდის. მესამე ადგილზე ისრეალია 11%-იანი წილით(24...
2018 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სამი ქართული კომპანია - შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას. სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60...
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში - ქალაქ ანჟეში Les Penitentes-ში და ქალაქ სომურში La Dive Boutteille-ში. სააგენტოს ინფორმაციით, La Dive Boutteille ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში,...
„საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება. ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის...
სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი” პროგრამას დამატებითი ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ამ გზით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მთლიანობაში 4 მილიონი ევრო დაიხარჯება. სათბური გაზების ემისიების შემცირების მიზნით საქართველო გერმანიის მთავრობისგან გრანტის სახით ორი მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა...
2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +18.4% ზრდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, 11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა,...