17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების...
ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ. მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს,ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე...
საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური არჩევნებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას იმუშავებს, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სადაც ნათქვამია რომ: ,,2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ამომრჩევლების რეგისტრაციის ბოლო ვადად კანონის თანახმად, განსაზღვრულია მ.წ. 7 ოქტომბერი. შესაბამისად, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური იმუშავებს 6...
რატომ ღირს ქართული პასპორტი სხვადასხვა ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის რატომ, ახდევინებენ საზღვარგარეთ ოჯახების სარჩენად წასულ ემიგრანტებს ბევრად მეტს, ვიდრე იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ქართული დიასპორა საკონსულოებში პასპორტების ფასს აპროტესტებს. ისინი არათანაბარ პირობებზე და კონსტიტუციის დარღვევაზე. სად მიდის საბუთში გადახდილი ფული და რატომ არ აქვთ პასუხი საელჩოებს. Iberia TVის სიუჟეტი.
https://www.facebook.com/georgians.gr/videos/1073239112824987/
წყარო:georgians.gr
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ რომ სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების დაპირებით ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა
საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ :,,უკანასკნელ პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც გარკვეული პირების მხრიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანა. კერძოდ, სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ფინეთი) ლეგალურად დასაქმების დაპირებით...
ელჩების მინიმუმ 80 % დაკავებულია კოქტეილის სმით და ბიუჯეტის ხარჯზე ოჯახის ფუფუნებაში ცხოვრებით, ეს კი დაუშვებელია. იმდენად გათავხედებულია ზოგიერთი მათგანი, დეოკუპაციაზე და სხვა ქართულ ინტერესებზე ზრუნვა კი არა, ჩვენს ემიგრანტებს არ ეკონტაქტებიან საზღვარგარეთ და ჩვენი ხალხი პრაქტიკულად მიტივებული არიან ბედის და რისკების ამარა. როგორ გინდათ ამ მოცემულობაში პროგრესის მიღწევა...
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხალხს მიტოვებული სოფლის სახლების ყიდვისკენ მოუწოდებს. ყველამ ვიცით, რა ბედი ეწევათ სახლებს, რომელთა კარიც წლობით არ იღება. ამავე დროს ბევრს სოფელი არ აქვს და ასეთ სახლზე ოცნებობს. ამიტომ ლექსო ჩარკვიანის უცნაურ განცხადებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აი, რას სთხოვდა ის ინტერნეტმომხმარებლებს:
"იყიდეთ,...
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განცხადება გაავრცელა და აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია ემიგრანტების აღშფოთება და მით უფრო მის მისამართით ვინაიდან მისი მოსაზრებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს იცავს და აცხადებს:,, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა შემცირდეს უკანონო მიგრაცია და ამის შედეგად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკომიტეტო განხილვაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ...
როგორც ცნობილია ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) მიიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რომელმაც ამომრჩევლის 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი მეორე ტურში დაამარცხა.
28 ნოემბერს საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღეს და გამოხატეს საკუთარი ნება სადაც ამჟამად არჩეულმა პრეზიდენტმა...

































