საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დარჩენის მსურველ უცხოელებს სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს: მოკლევადიანი სამუშაო, სასწავლო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ამ უკანასკნელის მისაღებად საჭიროა, რომ უცხოელი ქვეყანაში 35,000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობდეს. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭიროა ქვეყანაში, მინიმუმ, 300,000 ლარის ინვესტიციის დაბანდება. როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (ifact) წერს,...
"სასტარტო კაპიტალის პროგრამის ბენეფიციარი რამდენიმე ჯგუფი იქნება, მათ შორის ემიგრანტებიც", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ტექნოპარკში განუცხდა. ბახტაძის თქმით, კომერციულ ბანკებზე "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა" მხოლოდ დადებითად აისახება. "ჩვენი ბენეფიციარები პირველ რიგში ესენი იქნებიან მცირე მეწარმეები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან რეალურ სექტორში, მაგრამ ამასთან ერთად, ამ...
მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ცნობით,ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა მილიონერი ყოფილა. სალომე ზურაბიშვილი პროფესიით დიპლომატია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, იგი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის...
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის. ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დღეს მოქმედი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა ვიწრო სოციალური პროექტია და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს. “პროგრამა ძირითადად ემსახურება დაბრუნებულ ემიგრანტთა სოციალურ მიზნებს, რაც საკმარისი არ არის....
13 აპრილს, ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩოში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულები იყვნენ კიევში არსებული ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეები, მათი პედაგოგები და მშობლები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართულ წერაში. მოსწავლეებს მიეცათ დავალება გადაეწერათ ქართული ცნობილი პოეტების ლექსები დედაენაზე. ჟიურის წევრებმა შეარჩიეს 3 საუკეთესო...
ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველია. ვულოცავთ გიორგი წამალაშვილს და ცისანა გიორგაძეს! ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებით მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენებზე.  
გიორგი მღებრიშვილი ,,ფეისბუქის“ საზოგადოება კარგად იცნობს. მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მის ვიდეოებს ძალიან ბევრი ნახვა, გაზიარება, ლაიქი და კომენტარი აქვს. პოზიტიური, მხიარული და მიზანდასახულია.  ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და აპირებს, იქ გააგრძელოს საქართველოს სახელით მოღვაწეობა. გარდა იმისა, რომ კარგი იუმორი აქვს, კარგადაც მღერის  ბედი ესპანურ ,,ვოისში“ სცადა  და საუკეთესო...
გაიცანით მუსიკოსი, კლარნეტისტი ლევან ცხადაძე, რომელიც უკვე 13 წელია ოჯახთან ერთად ამსტერდამის შუაგულში ცხოვრობს და მან ჰოლანდიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესია შეიძინა. თუ ამსტერდამში მოხვდებით აუცილებლად შეიარეთ რესტორანში “ბატონი ხინკალი” და ხინკალთან ერთად, ვაიფაის პაროლი იკითხეთ. უყურეთ მთლიან ინტერვიუს: https://www.facebook.com/MOVEMENTTV/videos/374232989653307/   წყარო: The Movement TV
 საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ  დაუკავშირდეთ:info@satvistomo.de.  კონკურსის პირობები კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის...
6 მაისს, კვირას , დილის 10 სთ-დან "თვისტომის" სამედიცინო ჯგუფი 40 წლის ზემოთ ქალებისათვის ატარებს მორიგ უფასო მამოგრაფიას .გამოკვლევები ტარდება ამერიკული ორგანიზაცია Women's Outreach Network-თან თანამშრომლობით.პროგრამა ხორციელდება ასოციაციის მიერ 2004 წლიდან ყოველ 2-3 თვეში ეთხელ .ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის პროცესიც უ ფ ა...