9 დეკემბერს, ქ. კაუნასში, საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში გაიხსნა ქართველი მხატვრის ეკა ხუნწარიას პერსონალური გამოფენა. გამოფენის გახსნაზე მოსულ სტუმრებს ქართველმა მხატვარმა გააცნო თავისი შემოქმედება, აბრეშუმზე ხატვის სპეციფიკა და ტრადიციები.
გამოფენა მომზადებულია ქართული მოტივებით და მასში წარმოდგენილია ბატიკის ტექნიკით აბრეშუმზე შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენის კურატორია ტექსტილის სამხატვრო სტუდია "SILKROOM” - “აბრეშუმის ოთახი”,...
ქალთა ორგანიზაცია "დეიზის" ორგანიზებით გაიმართება საშობაო-საახალწლო ზეიმი მიმდინარე წლის 16 დეკემბერს 14 საათზე საქართველოს საელჩოს შენობაში.
ქალთა ორგანიზაციასთან არსებული ქართული საბავშვო ანსამბლი |"ფესვები" წარმოგიდგენთ საოცარ საახალწლო სანახაობას ანსამბლის ხელმძღვანელებთან ერთად. ანსამბლს ხელმძღვანელობენ ხატია მელაძე და თათა ზანდუკელი.
2017 წლის 14 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში საქართველოს საელჩოს სახელით საშობაო მიღება და ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის ბექა გოჩიაშვილის საღამო გაიმართა.
საზეიმო მიღება საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზულმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მიღების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.
ღონისძიებას...
რეპორტაჟი მოგვითხრობს საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც რუსეთში მიგრაციაში იმყოფებიან. მოთხრობილია ის მიზეზები, რაც მიგრაციის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს, მაყურებელი ასევე ნახავს როგორ პირობებში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. რეპორტაჟში ასევე საუბარია 2006 წელს რუსეთიდან განხორციელებულ მასობრივ დეპორტაციაზე, როდესაც 4500 -ზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს ქვეყნიდან არაადამიანურ პირობებში, ორი მათგანი კი გარდაიცვალა.
https://www.youtube.com/watch?v=4QoV_7J5v8w
"დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა" - ეს პოსტი საკუთარ სოციალურ გვერდზე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაავრცელა.
იგი უზბეკეთში დღეს აღიარეს. ქართველის გარდა,...
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და ახალი და საინტერესო ინიციატივით გამოდის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორასთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიზნით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის დაწესდა კონკრეტული თარიღები.
ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრების...
ათენში მოღვაწე ქართველი მღვდელმსახური არქიმანდრიტი თეიმურაზ -სინესიოს კალანდაძე ფაზისის აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. ამ მოვლენას მამა თეიმურაზიც გამოეხმაურა : ,, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი იყო აკადემოსი. მისი სახელი ეწოდა ათენის შემოგარენ მხარეს (დღეს ეს ადგილი უკვე ათენის ცენტრია). ამ ადგილას პლატონმა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 387 წელს დააარსა რელიგიურ-ფილოსოფიური კავშირი და...
5-6 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევილის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გონაძე საფრანგეთს, დაბა ლევილს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ასოციაცია „ქართული კერას“ წარმომადგენლებთან, ხოლო საქართველოს საელჩოში პარიზში არქიტექტურულ-სამშენებლო საკონსულტაციო საზედამხედველო ფრანგულ კომპანია „Scoping“-თან. შეხვედრებზე განხილულ იქნება ლევილის მამულის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები. არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიას ეთხოვა კონცეპტუალური პროექტის წარმოდგენა 2018 წლის...
ესპანეთში ქ. ალიკანტეში ქართული კულტურის დღეების ფესტივალი გაიმართა, ფესტივალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საპატიო სტუმრის სტატუსითს დაესწრო.
ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის, მინერალური წყლების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქ. ალიკანტეში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლი „ივერია“ და ქ. ბარსელონაში არსებული ცეკვის ანსამბლი „საქართველო ქართული ცეკვებით წარსდგნენ. ...
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა ვებ-გვერდი: https://www.geoconsul.gov.ge რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.
ვებ-გვერდი https://www.geoconsul.gov.ge შეიცავს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ არაერთ საჭირო ინფორმაციას.
ვებ გვერდის საშუალებით გამარტივდა ასევე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურებათა მიღების პროცესი, ვინაიდან შესაძლებელია ეს...