"საფრანგეთის ქართული სათვისტომო"ს პროექტის "ფესვები" ფარგლებში, საფრანგეთში 20 იან წლებში ჩამოსული ქართველების შთამომავლები (მე 4 ე თაობა) ესტუმრება წელს საქართველოს, ზოგი პირველად.
იხილეთ რეპორტაჟი რომელიც ამ მიმართულებით და სათვისტომოს დახმარებით გააშუქა იმედის ტელევიზიამ.
100 ქართველი 100 წლის შემდეგ
Retrouve Ta Georgie - ფესვები
https://www.youtube.com/watch?v=-CouHPFqeHU&index=3&list=PLMys-CD6bNrJmlrUh8D8n0PDNVYFvOqs6
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო ქართული წარმოშობის მეცნიერის, ქ.სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მიშელ მუსხელის (1903-1964) ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გამოჩენილი მეცნიერის საფლავი. აღსანიშნავია, რომ მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოსთან საქართველოს...
,, ათი წლის ემიგრაციის შემდეგ შარშან პირველად ვეწვიე ჩემს სამშობლოს დიასპორის სამინისტროს მოწვევით. ეს გახლდათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეები. წელს ,,წარმატებული ემიგრანტი ქალის"(პროექტის ავტორი ქალბატონი ინნა ასანიძე) დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად უკვე ჩემი სურვილით ჩავედი და რადგან ჩავედი, მეც გადმომეცა მადლობის სიგელი . ისევ სიხარული და აღიარება. ემიგრანტს მეტი რა...
DIASPORA.GE-ს დამფუძნებელზე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერების მიერ განხორციელულ მუქარის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეპორტაჟი გავიდა.
სადაც აღნიშნულია რომ DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი შესაბამისი რეაგირების თხოვნით მიმართავს ცესკო-ს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველს, რომ თავის ოჯახის წევრებს საფრთხე არ შეექმნათ.
იხ. ვიდეო :
https://www.facebook.com/diasporaqartuli/posts/887350374805698?__xts__=68.ARBrdVA9zpofOKHHJMSmHqCxSckmzEJVCdmyAYtTGYnjVcDW3OFeNqQ9w7GbCpxnqo_RhHAB_LSGjaamworybOImtf8dW-K1pmqfOCsZJbusYY_HHbEX332LwxcLOS66mY6larOynkpw2_q4KpiHRb5pvwjS4Bfz3E-l7gCRDv3O7yVtvlQtu6ArwC9d2te05RDmmPm_3DRKXDsQSMgeq9oqBPIhC_uWBHYDT4jrA-EmowhWI94Y7rVTlRadM1WFJ1jqVZyNdzIa3B_bW98Mr_CjBai7aPwezJ7Sz20FisUOQy9hhZ6QFXLTfuRUcvgLrbqbd21msRtT25YT7RjwgNHxf3JIGmtmXkc&__tn__=C-R
ანიტა რაჭველიშვილმა გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო: German Record Critics’ Award 2018 მიიღო 2018 წლის საუკეთესო აუდიოჩანაწერისთვის. პრესტიჟული ჯილდო 1980 წელს მუსიკალური ჩაწერის სფეროში უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების შექმნის მიზნით დაარსდა.
ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო დისკი მსმენელის აღფრთოვანებას იმსახურებს. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მილანის ლა სკალაში მისი „კარმენში“...
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და ახალი და საინტერესო ინიციატივით გამოდის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორასთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიზნით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის დაწესდა კონკრეტული თარიღები.
ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრების...
2017 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი პოეტის ხათუნა შავგულიძის ახალი ლექსების წიგნის „სულში შენახული საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს ხათუნა შავგულიძის მესამე პოეტური კრებულია.
ღონისძიება დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საზოგადოებას თავად პოეტი წარუდგინა,...
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მათ შვეიცარიაში გაატარეს. დაკრძალულნი არიან: ნიკოლოზ ჩხოტუა - ქ. ჟენევა, Communa Bardonnex - Commanderie de Compeieres; ზურაბ ჩხოტუა - ქ. ლოზანა,...
ქართველების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან – საქართველოდან გერმანიაში ჩასული 60 კაციანი ჯგუფი ქართველების დეპორტაციაზე მუშაობს.
წყარო timenews.ge































