გუშინ იტალიის რესპუბლიკაში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბარიში საქართველოს მოქალაქე ლია გავაშელი გარდაიცვალა. ჩვენი თანამემამულე დაახლოებით 58 წლის იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი როგორც ახლობლები აცხადებენ სიმსივნე გახდა.
ლია გავაშელის ცხედრის სამშობლოში გადასვენების პროცედურები დაწყებულია და მას უახლოეს დღეებში მშობლიურ მიწას მიაბარებენ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში კახი ქენქაძე აქვეყნებს ნაწყვეტს საკუტარი მოგონებებიდან:
მეორე დღეს ტირანას ეუთოს წამომადგენლობის სათავო ოფისის უსაფრთხოების განყოფილებაში დამიბარეს. მისი ხელმძღვანელი ინგლისელი სამხედრო პოლკოვნიკი, სახელად ფილი, იყო. მან ხელი ჩამომართვა და სკამისკენ მიმითითა.
- ბატონო ქენქაძე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალბანეთში. ალბათ იცით რა ტიპის...
ქალს, რომელიც შესაძლოა, იტალიაში მოკლული ცნობილი ქართველი მხატვრის საქმის მთავარი ეჭვმიტანილი შეიძლება გახდეს საქართველოშია მას , ახლა ორი ადვოკატი იცავს. ნეაპოლიდან სამშობლოში თამარ მოდებაძის სიკვდილის დღეს დაბრუნებული ქართველი ემიგრანტი ადასტურებს, რომ იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის...
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2018 წლის ნოემბერში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად ლიკა ჯანელიძე დაინიშნა, რომელმაც ამ მცირე პერიოდში უკვე რამდენიმე კულტურული სახის პროექტი განახორციელა და მომდევნო წელსაც არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს ჩვენი...
2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და შენარჩუნება. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს.
დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის.
ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს,...
"ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს" - 10-წლიან ემიგრაციაში მყოფი წითელთმიანი გოგონა საქართველოდან- მეგა ტივიმ ამ სახელწოდებით ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა.
სადაც მეგატივი წარმატებულ ემიგრანტს, ცისნამი საყვარლიშვილს გაგაცნობთ. იგი 10 წელია ემიგრაციაშია. საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. დეტალები ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში.
https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=rluapYRPUOk
გუშინ, 11 დეკემბერს დილით თურქეთის დედაქალაქში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ეთერ ქობულაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
ახლობლებს გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
აღსანიშნავია რომ , იგივე მიზეზი დასახელდა ათენში რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის - მარინა...
10 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში ახლადანიშნულ საქართველოს ახალგაზრდა ელჩს თამარ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, როგორც პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული , შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო რათა საელჩოს მხარდაჭერითა და ერთობლივი აქტივობებით მოხდეს საქართველოს შესაბამისი...
დღეს საზღვარგარეთ კიდევ ერთი საქართველოს მოქალქე გარდაიცვალა , როგორც primetime.ge იტყობინება სტამბულში ქართველი ემიგრანტი, ეთერ ქობულაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი კი ოჯახის უფროსმა იპოვა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
20 დეკემბერს, მილანში, 17 საათზე გაიმართება პოეტ დათო მაღრაძესთან შეხვედრა. როგორც იტალიაში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე ისაუბრებენ ასოციაციის "dipoesia" თავმჯდომარე ჯოვანი ბონოლდი, ლიტარატურის კრიტიკოსები ჯულიანო ლადოლფი და ჯულიო გრეკო და მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომელმაც იტალიურ ენაზე დათო მაღრაძის არაერთი კრებული თარგმნა. დასწრება თავისუფალია.
მისამართი: Biblioteca Sormani, Sala del Grechetto, via...