იტალიაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ბარის ასოციაცია A.I.S. -ს პრეზიდენტი ქ-ნი ნინა რურუა განცხადებას ავრცელებს: ,, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და...
იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს.
როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით,...
ქართული კულტურის დღეები პეზაროში. Le giornate culturali georgiane a Pesaro.
საქართველო საელჩოს, პეზაროს მერიისა და პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11-18 აპრილს ქალაქ პეზაროში გაიმართება ქართული კულტურის დღეები. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში ტარდება და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას მოიცავს.
11 აპრილი - 16.00 -19.00 -...
ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იხილეთ ინტერვიუ:
https://www.facebook.com/1stchannel/videos/1981559142173236/?t=297
გუშინ იტალიის რესპუბლიკაში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბარიში საქართველოს მოქალაქე ლია გავაშელი გარდაიცვალა. ჩვენი თანამემამულე დაახლოებით 58 წლის იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი როგორც ახლობლები აცხადებენ სიმსივნე გახდა.
ლია გავაშელის ცხედრის სამშობლოში გადასვენების პროცედურები დაწყებულია და მას უახლოეს დღეებში მშობლიურ მიწას მიაბარებენ.
იტალიის ქალაქ მაჩერატაში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია მესამე დღეა, იმართება. ასობით მოქალაქე ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას აპროტესტებს.
აქციის ორგანიზატორმა ფრანჩესკო პიობიჩმა რამდენიმე საათის წინ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს მანიფესტაცია არის გაფრთხილება ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვინც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაციას ახდენს.
ერთი კვირის წინ ქალაქ მაჩერატაში 28 წლის...
იტალიის და საბერძნეთის ქართული დიასპორების ერთობლივ საქველმოქმედო აქციას იწყებენ, ამის შესახებ იტალიაში ქალაქ ბარში ასოციაცია A.I.S.-ის ხელმძღვანელის, ქართული საკვირაო სკოლა ,,აისის" და დიასპორული ჟურნალ აისის დამფუძნებლის ნინო რურუას მიერ გაკეთებული განცხდადებიდან გახდა ცნობილი და უკვე არაერთი ემიგრანტი, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ჩაერთო, ნინა რურუას განცხდადებით: ,,DIASPORA.GE-ს დამფუძნებელ და ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო...
შეწყდება თუ არა პირდაპირი ფრენები იტალიასთან – კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, ჩინეთისა და ირანის შემდეგ, შესაძლოა, იტალიასთანაც შეზღუდვები დაწესდეს. გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება მიიღებს. საკითხზე სპეციალური ჯგუფი მსჯელობს.
“ჟენევაში გვექნება ჩვენ საუბარი და ჩვენი მისია მუშაობს ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად იმისთვის, რომ ის ქმედებები,...
11 მარტს, დღის ბოლოს კომისარმა ანჯელო ბორელიმ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იტალიაში ახალი სტატისტიკა გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, გასულ 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით 2000 ადამიანი დაინფიცირდა (1489 – ლომბარდიაში), 196 ადამიანი დაიღუპა (149 – ლომბარდიაში), 41 – გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, საერთო ჯამში, იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირდა 12462 ადამიანი, გარდაცვლილთა...
26 მაისს კვირას ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები არიან უმრავლესობაში.
ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს.
2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა.
იტალიაში ნაციონალისტური პარტიები...
































