17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების...
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის უნდა დაუკავშირდეთ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს: ტელეფონი:(+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37 ელ. ფოსტა:reintegration@mra.gov.ge მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო. https://www.youtube.com/watch?time_continue=29&v=yLVxYx-y5uI
2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას forest-ი „2017 წლის მიგრაციის პროფილის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ იმ უცხოელთა ნახევარზე მეტი - 53%, რომლებმაც საქართველოში უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, რუსეთის მოქალაქე იყო; 5%-5%-ს - უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ; 4% ისრაელის...
საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპიოს პავლოპულოსმა საქართველოს პრეზიდენტტის მასპინძლობისას საჯაროდ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და განაცხადა რომ "საბერძნეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ორ ძირითად ღერძზეა დამყარებული: პირველი- ეს არის ჩვენი ძლიერი და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისადმი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების არსებობა ევროპულ სივრცესთან. მეორე კი, ეს გახლავთ...
  ბინადრობის უფლებისთვის საინვესტიციო ვალდებულების ზრდა დეველოპერებს პრობლემას არ შეუქმნის, - მიიჩნევს დეველოპერული კომპანია არსის ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე. ამ ყველაფერს მოწმობს ისიც, რომ მაგალითად,  იმ კომპანიებში,  სადაც თორნიკე აბულაძეს ინფორმაციასთან წვდომა აქვს, გაყიდული 400 ბინიდან, უცხოელებზე მხოლოდ 4-5% მოდის, მაშინ როცა   უცხოელზე მიყიდული 20 ბინით  ბინადრობა 100-ს აქვს მიღებული. თორნიკე აბულაძე მოქმედ...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მისმა მოადგილე კანტანიამ და ''აფხაზეთის ელჩმა'' იტალიაში, მაღალი რანგის, ოფიციალურ შეხვედრები გამართეს აპულიაში (იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით) დელეგაციამ მოლაპარაკებები აწარმოა რეგიონის მთავრობის წევრებთან, ქალაქების მერებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. რა გასაკვირია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო დელეგაციის წევრებმა, იტალიური მხარისგან აფხაზეთის...
https://www.youtube.com/watch?v=xiJ59Bp9OTY "თურქეთის ქართველ მარგალიტად" ცნობილი მომღერლის, ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ქალიშვილები, რომლებიც მამის მსგავსად, არაჩვეულებრივად მღერიან, მსმენელის უდიდეს ყურადღებას იპყრობენ როგორც საინტერესოდ შესრულებული სიმღერებით, ასევე გამორჩეული გარეგნობით. ქართულად სამივე მათგანი საუბრობს. ამბობენ, რომ სიმღერის ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ, ინსტრუმენტებზე დაკვრა კი 10 წლის ასაკში შეისწავლეს. ისინი თავდაპირველად თურქულ ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, შემდეგ კი...
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს  ინფორმაცია  და გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები არის თუ არა ამომრჩეველთა ერთიანი სიაში. ცესკოს ვებ-გვერდის ამ ლინკზე https://voters.cec.gov.ge/ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხართ თუ არა ამომრჩეველთა ერთიან  სიაში და რომელ საარჩევნო უბანზე შეძლებთ ხმის მიცემას.  
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის  საფრთხე. უწყება სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. შსს-ს განცხადებით, მის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. "არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში...
დღეს იტალიის ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. რომლის გახსნის ცერემონიასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტანეტის დირექტორი რატი ბრეგაძეც დაესწრო. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოლის გახსნის შემდგომ განაცხადა რომ: ,, გმირობაა, რასაც აკეთებს თითოეული მშობელი, რომელიც მძიმე სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ახერხებს, რომ მათმა შვილებმა ქართულად ისაუბრონ და ქართული ისწავლონ....