ემიგრანტების მხრიდან ხშირად ისმის უკმაყოფილება საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და განსაკუთრებით საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა მიმართ. ხშირ შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალქეების პრეტენზიები რეალობასთან ახლოსაა ხშირად კი კონსულის და ზოგადად საკონსულოს თანამშრომელთა უფლება - მოვალეობებს სცილდება. რა ევალება უცხოეთში საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარგზავნილ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმებულ და...
ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, სულიწმიდის მადლში შობილო ძვირფასო სამწყსოვ,
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!
დაე, ამ მოვლენით განცდილმა სიხარულმა განმსჭვალოს ყოველი თქვენგანის გული და გონება, რათა მიიღოთ და განიცადოთ სიმდიდრე სიტკბოებისა, რომელიც ახლავს დღევანდელ დღეს. გიხაროდეთ,
აღსდგა ქრისტე მკვდრეთით, და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა!
აწ...
არაოფიციალური მონაცემებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დაახლოებით, 30 000 ქართველია. ისინი, ძირითადად, ბერლინში, მიუნხენში, შტუტგარტსა და ჰამბურგში ცხოვრობენ. მათ უმრავლესობას სტუდენტები, მეცნიერები, “Au pair” პროგრამის მონაწილეები შეადგენენ.
გერმანიაში ჩვენი თანამემამულეების მიერ დაარსებული ქართული დიასპორული გაერთიანებები სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებენ. დიასპორული ორგანიზაციების მიზანია იქ მცხოვრები ქართველების შეკავშირება, მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება...
საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ვოლოსის ტერიტორიაზე სპეც ოპერაციის შედეგად უნებართვოდ სექსუალური მომსახურეობის ფაქტზე, 36 წლის საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დააკავეს. როგორც პოლიცია იტყობინება იგი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მსგავსი კანონდარღვევის ფაქტზე რიგით მეოთხე დაკავებულია. კანონდამრღვევები სპეციალურად შექმნილი ინტერნეტ საიტის საშუალებით 100 ევროს სანაცვლოდ მამაკაცებს სექსუალური მომსახურეობის გასაწევად ვოლოსის...
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე მიწვეულია Athens Pride 2019-ზე, სადაც LGBTQ თემის წარმომადგენლებისთვის და მხარდამჭერებისთვის შეასრულებს საევროვიზიო სიმღერას REPLAY-ის და სხვა სიმღერებს მის რეპერტუარიდან.
Athens Pride ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და თითქმის ყოველ წელს LGBTQ თემის წარმომადგენლები მომღერალ თამთას პატიჟობენ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. წელს თამთასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს...
ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.
ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ...
თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ორდუს პროვინციაში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომლის წევრები სპირტიან სასნელებს კუსტარული წესით ამზადებდნენ და ჰყიდდნენ.
როგორც გაზეთები "სთარი" და "ვათანი" იუწყებიან, "ქართველი არყისმხდელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია პოლიციამ საკმაო ხნის თვალთვალის შემდეგ დაიწყო. სახლში შესვლის შემდეგ გაკვირვებული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ: კარადის უკან საიდუმლო კარი იპოვეს, რომლის...
„ჯიმშერი“ ქართული დასახელების პირველი ვისკია, რომელმაც მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს გაუწია კონკურენცია. იგი ოთხწლიანი დაძველებით პირველად გასულ წელს ჩამოასხეს. ვისკი „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯიმშერ ჩხაიძის საავტორო ტექნოლოგიით მზადდება.
სულ ახლახან ქართული ვისკი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს Leader of the Year მფლობელი გახდა. თაკო კვარაცხელია: ვისკის შემქმნელია კომპანია „ასკანელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი...
საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი რომელიც საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ.
კანონპროექტის თანახმად, პენსია შემდეგნაირად დაგროვდება დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 % გროვდება, აქედან :
...
































