საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ათენში 24 წლის გოგონას გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. დავით ზალკალიანის თქმით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია. მინისტრის განცხადებით, საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. დავით ზალკალიანის აცხადებს, რომ თუ ოჯახი ახალგაზრდა ქალის გადმოსვენებას მოისურვებს, სახელმწიფო მათ დაეხმარებათ. „საელჩო და კერძოდ კონსული, აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან....
"თუ კი ამ რამდენიმე ორგანიზაციას ხელისუფლებაში ყოფნა, ჩემს ადგილას ყოფნა სურს, ამის საუკეთესო გზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაა, იმისთვის, რომ ერთმანეთს არჩევნებში შევეჯიბროთ", - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. https://www.youtube.com/watch?time_continue=36&v=UGMrcvWAKBY 8 ივნისს იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც არასამთავრობოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეებს შორის და-ძმა სუბელიანებიც იყვნენ. ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე არასამთავრობო...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით სახელმწიფომ სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავად შეხვდა დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. სამინტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე...
ქართველი მკვლევარი ირმა შამათავა-შიბითიძე  ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. ეს სასიხარულო ამბავი თავად მეცნიერმაც დაადასტურა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ქალბატონ ირმას სამეცნიერ მოღვაწეობის აღიარებას საჯარო მილოცვით გამოემაურა საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე:  ,,აშშ-ში ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, ერთერთი ყველაზე პრესტიჟული Dartmouth College - ის მკვლევარი დოქტორი, ქალბატონი ირმა შამათავა-შუბითიძე...
საქართველოს მოქმედი კანომდებლობის თანახმად, ქვეყნებში სადაც აშშ დოლარი არ წარმოადგენს ეროვნულ ვალუტას და მოქმედებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად 2020 წელს ახალი ღირებულება დადგინდა, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის თანახმად საკონსულოებში პასპორტის მისაღებად მომსახურების საფასურად 130 აშშ დოლარია დადგენილი, ევროპის  ქვეყნებში სადაც ეროვნული ვალუტად ევრო გამოიყენება  საქართველოს მოქალაქეები 2020 წელს საკუთარი...
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა ცვლილებების პაკეტს რომელიც საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების რეგულაციას ეხება. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ჯანჯღავას განმარტებით კანონში ცვლილებების თანახმად ,,საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე...
როგორც ცნობლია მსოფლიოში COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის პირველი ფაზის პერიოდში , აუცილებელი გახდა უცხო ქვეყნების მიერ მიღებული შეზღუდვების მიზეზით უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და ადგილებზე დახმარების გაწევა. ჯამში, მხოლოდ მიმდინარე წლის...
„დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილავენ, 40 წლამდე პირებისთვის საპენსიო ფონდში შენატანების გაკეთება სავალდებულო იქნება. კანონპროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები წარადგენენ. რაც შეეხება შენატანის ოდენობას, ფონდში ხელფასის 2 პროცენტს დასაქმებული შეიტანს, 2 პროცენტს – დამსაქმებელი, ხოლო 2 პროცენტს – სახელმწიფო. დღესვე, კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარადგენს ფრაქცია...
საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით - ,,გასულ წელს 200 მილიონი დოლარი შეიტანეს საბერძნეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში. " ელჩი და მიიჩნევს რომ საბერძნეთ - საქართველოს შორის თვეში თუნდაც 4 ფრენა უნდა იყოს, ბერძენი დიპლომატი რუსთავი 2 თან ინტერვიუში...
ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა. „ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ვინტერშტაინმა. მისივე თქმით, მაკროფინანსური დახმარების...