ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამშემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის, „ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა....
რუმინეთის ქალაქი ტირგოვიშტე ერთ-ერთ ქართულ ქალაქს დაუძმობილდება, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მას შემდგომ რაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია, სადაც ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან და დედაქალაქ ტირგოვიშტეს მერთან, დანიელ კრისტიან სტანთან.
შეხვედრების ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოსა და...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა, რაც 476-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის 12 თვეში.
საქსტატის ინფორმაციით ქვეყნების ათეული ასე ნაწილდება:
წინა მოქალაქეობის ქვეყანა 2024 წელს: რუსეთის ფედერაცია - 2361, გერმანია- 251, უკრაინა- ...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა. ,,გასული ორი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმასპინძლობდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის წევრს, დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ფუად მურადოვს.
გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე გასვლითი შეხვედრები აზერბაიჯანის დიასპორასთან ქალაქ მარნეულში.
აქვე ერთობლივად...
2025 წლის 4 მარტს თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის გელა ჯაფარიძის განცხადებით ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზაციის ადმინისტრაციის გენერალურ მდივანთან იოანნის სავასთან და შედგა სიტყვიერი შეთანხმება ორი უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და პირდაპირი კომუნიკაციის შესახებ.
,,საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე მაკედონია-თრაქიის...
საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა - ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, „ საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა”. ჟან კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ მინისტრს საქართველოში ევროპული სკოლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა...
სულ ახლახანს მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა:,,მისი პორტფელი კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოიცავს იტალიაში."
საქართველოს დიპლომატიური მისიის ახალ თანამშრომელს მისიის ხელმძღვანელთან, დიასპორის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ კოტე სურგულაძის ხელმძღვანელობით შემდგომი დიპლომატები დახვდებიან:
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
კონსტანტინე სურგულაძე
დესპანი
დავით ბაზერაშვილი
dbazerashvili@mfa.gov.ge
უფროსი მრჩეველი
სოფიკო...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კულტურის მინისტრობის კანდიდატად სახელდება. ამის შესახებ ინფომაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მმართველ გუნდში კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელეს და ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დასახელდა. ბექა ოდიშარიას გარდა, კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება...
იტალიაში დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს სტიპენდიის სახით წლიურად დაუბეგრავი 15.343,28 ევროს მიღების შესაძლებლობა ეძლევათ . ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა, როგორც პროგრამის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება უკვე დაიწყო სასარის უნივერსიტეტში XXXVI ციკლის (დასაწყისი: 2020 წლის 1 ნოემბერს) დოქტორანტურის 10 სხვადასხვა კურსზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა.სასარის უნივერსიტეტი დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველებს 54...
ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება - ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საჯარო რელიზით იქნა დადასტურებული.
როგორც დიპლომატიური მისიია იტყობინება საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ შეხვედრა ...































