8 მაისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში - იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა აშშ-ს გენერალურ კონსულთან ერინ ნიკერსონთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსულოებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
იოსებ ხახალეიშვილმა ხაზი გაუსვა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას პოლონეთსა და საქართველოს შორის სავჭრო კავშირების,...
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ მშვიდობიან, ერთიან და წარმატებულ, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ბოჭორიშვილის თქმით, ეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა, შესანარჩუნებელია.„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს.
ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესია. ყველას...
2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, თესალონიკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკოდონია-თრაკიიის საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონსანტინოს გიულეკასთან.შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხაზი გაესვა...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. -ნათქვამია შსს - ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით საქართველოდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის,...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება...
პოლონეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არავითარ დანაშაულებს არ შევეგუებით. კრიმინალებს არ მივესალმებით და ისინი დეპორტირებულ იქნებიან… მიუხედავად იმისა, ეს წვრილმანი ქურდობაა, ნარკოტიკებით ვაჭრობაა, თუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაა,” - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე კი...
2 მარტს ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტის“ დისტანციური ფორმატის ფარგლებში, პარლამენტის ვიცე -სპიკერი ქალბატონი ნინო წილოსანი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჭიჭინაძე ათენში ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ემიგრანტებმა პარლამენტის წევრებთან...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში, რომელიც ესპანეთის დედოფლის სოფიას ფონდის პატრონაჟითა და ესპანეთში დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის (AIDE) ორგანიზებით, მადრიდის სიბელესის სასახლეში გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიები.
...
ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შეხვედრა გამართეს იტალიის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...