ახალგაზრდა პოლიტიკოსი, იურისტი, ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და თანამედროვე ქართული პოლიტიკური კლასის ფორმირებისთვის ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრები ხალხის წიაღიდან ახალი ლიდერების გამოკვეთის საჭიროებაზე აქცენტს აკეთებს. დიასპორის მთავარი საინფორმაციო სააგენტო ირაკლი ღლონტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
,, საქართველოს მომავალი ლიდერები უნდა...
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე შეხვდა ჩრდილოეთამერიკაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოს საბა ინწკირველს .
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული დიასპორის აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს. მინისტრის მოადგილემ დიდი ინტერესით მოუსმინა მეუფე საბას და შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. მეუფემ დიდი მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას დაინტერესებისთვის.
მეუფე საბას, დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ში მცხოვრები ქართული მრევლის...
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად ქ. ნიქოზიაში საზეიმო მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ქ. ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, არასამთავრობო სექტორის, ეკლესიის, მედიის, ბიზნესის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს...
საქართველოს მთავრობამ საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანსა და ჩინეთში საქართველოს ელჩებს როტაციის წესით ცვლის უკვე ცნობილია რომ ამ ქვეყნებში მოქმედი ელჩები აღარ იმუშავებენ და მათ საქართველოში გაიწვევენ:
2018 წლის 1 აგვისტოდან საფრანგეთში, მონაკოსა და იუნესკოში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე–დელონე აღარ იქნება. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისიდან მუშაობდა.
2018 წლის...
გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველოც შეუერთდა. ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ მსოფლიო პაქტი მარაქეშში გაერო-ს კონფერენციაზე 164-მა სახელმწიფომ გუშინ დაამტკიცა.
34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.
164-მა სახელმწიფომ მიგრაციის შესახებ მსოფლიო...
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა იმ დაზარალებულ ემიგრანტს, რომლებიც სამშენებლო კომპანია ,,სვეტის მიერ იყვნენ დაზარალებულები და ვერც საკუთარ გადახდილ ფულს და ვერც კუთვნილ ბინას ვერ იღებდნენ ბინების მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საკითხზე პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში სამშენებლო ნებართვების გაცემა შესაძლებელი იქნება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting) ,,თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის"
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია. „შეხვედრაზე...
ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. აღნიშნული ინფორმაცია ათენში საქართველოს საკონსულოში დაასტურეს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული განცხადება ათენში გარდაცვლილი მარინა კლდიაშვილის გადასვენის შესახებ უკვე დადასტურებულია და საკონსულო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენების პროცედურების შესრულებას...
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიასპორის დღე არის დამოუკიდებლობის დღის შემდეგი დღესასწაული და ჩვენ ორივე ფაქტს ერთად ვზეიმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში უკვე იქ ცხოვრებას თუ აქ ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეიძლება ერთობლივად, თუნდაც გეოგრაფიულად მოშორებული...
ელჩი ლევან ბერიძე ვალერი ბურჯალიანს- ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ,,იბერია”-ს დირექტორს შეხვდა
2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ,,იბერია” F C Iberia Athens დამფუძნებელსა და დირექტორს, ვალერი ბურჯალიანს.
როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე საუბარი შეეხო ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისა...

































