საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით...
ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით. იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს...
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა იმ დაზარალებულ ემიგრანტს, რომლებიც სამშენებლო კომპანია ,,სვეტის მიერ იყვნენ დაზარალებულები და ვერც საკუთარ გადახდილ ფულს და ვერც კუთვნილ ბინას ვერ იღებდნენ ბინების მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საკითხზე პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში სამშენებლო ნებართვების გაცემა შესაძლებელი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას უპასუხისმგებლოს და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს და განცხადებითვე ეხმაურება. „საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს...
საბერძნეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტების შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური ანგარიში გამოქვეყნდა სადაც დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეთა შესახებაც არის მონაცემები. როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია აღნიშნული 2019 წლის სექტემბერში საბერძნეთიდან გააძევეს საქართველოს 10 მოქალაქე. 2019 წლის 5-6 ნოემბერს საბერძნეთიდან სამშობლოში ჩაიყვანეს 8...
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პროკოპიოს პავლოპულოსმა, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 2020 წლის 3 თებერვალს, ყოველწლიური საახალწლო მიღების ფარგლებში, საბერძნეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე მიწვეული გახლდათ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დარეჯან მუმლაძე. - ნათქვამია საელჩოს მიერ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ...
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით მართვის მოწმობის საფასური იცვლება კანონის პროექტი, რომლის პირველი მოსმენით განხილვაც პლენარულ სხდომაზე 4-7 თებერვლის კვირაში მოხდება, მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის...
საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ახლადდანისნულ დირექტორთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საჭიროა ყოველდღიური კონტაქტები და ღია თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შორის. „უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, ქართულ დიასპორებში არსებულ გამოწვევებზე...
 საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ეტაპზე საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებაა , რაც ახლო და მომავალ პერსპექტივაში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში. „ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და გამოვცვალეთ საელჩო და საკონსულო შენობები არაერთ ქალაქში: რომში,...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად როგორც ჩვენთვის DIASPORA.GE -სთვის გახდა ცნობილი თებერვლიდან მუხრან გულაღაშვილი უხელმძღვანელბს . აღნიშნული თანამდებობა გასული წლის სექტემბრიდან არის ვაკანტური და მის ხელმძღვანელად დიასპორის ნაწილი ზაალ სარაჯიშვილის წარდგენას ითხოვდა. მუხრან გულაღაშვილი დღემდე საბერძნეთში...