საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკარანტინო პირობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში,...
8 სექტემბერს მიუნხენში კულტურათაშორისი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის სხვადასხვა ორგანიზაციების საფეხბურთო ჯგუფები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას გერმანიის ქართული სათვისტომოს გუნდი F.C. GEORGIA MÜNCHEN იც მიიღებს. ტურნირი გაიმართება 10 დან 15 საათამდე პატარა მოედნებზე 6 კაციანი შემადგენლობით.  მატჩები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Schwere-Reiter-Str. 13, 80637 München
რუსეთის საინფორმაციო არხზე რადიოსადგურ "გო­ვო­რიტ მოსკვა”-თან ინტერვიუში, მელაზემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქებაზე, განაცხადი უკვე შეიტანა, მაგრამ ამავე დროს დაამატა, რომ ეს არ ნიშნავს, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას. "მე ამ ფაქტს არ ვმა­ლავ. თუმ­ცა, ეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმას არ ნიშ­ნავს. ჩემი ქმე­დე­ბე­ბი რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნებს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, - გა­ნუაცხა­და მე­ლა­ძემ. მომ­ღე­რალ­მა...
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს რომ დიასპორის აქტივობა და ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებაში ევროპული ქვეყნების მსგავსად უნდა ჩამოყალიბდეს ,,პოლიტიკურად დიასპორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩეული მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება. ის ერთი თუ ორი დეპუტატი მათი ინტერსების დამცველი, რეალური ხმა იქნება და...
  . შაბათს, 18:00 საათზე, ქართული კულტურის ცენტრი ამსტერდამის ჯვართამაღლების სახელობის სამრევლოში უმასპინძლებს პოეზიის საღამოს. ამ საღამოს გაუძღვება შვეიცარიაში მცხოვრები, საპატიოდ მოწვეული პოეტი ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი, ნედერლანდების სამეფოში მცხოვრები პოეტები ქალბატონი მერი პაპუნაშვილი და ბატონი ზაზა მახვილაძე თავიანთ ლექსებს წაიკითხავენ. ამასთანავე ყველას ექნება საშუალება წაიკითხოს ლექსები. პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსი...
17 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა...
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ კვირას  3 ივნისს ქალაქ ათენში გამართავს შეხვედრას საქართველოდან წასულ მიგრანტებთან.  ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე.  ,,სიდა“ უფასო სამართლებრივ სერვისს სთავაზობს მიგრანტებს, როგორც კონსულტაციის გაწევის, ასევე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით. მისამართი: ათენი . ახარნონი. აღრინიუს ქ. N 34 & ალკამენუს ქ. N 186.  დასწრება თავისუფალია...
28.05.2018 ქ. თბილისი - დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ.  პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა. ,,დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ."- განაცხადა პატრიარქმა. ,,ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს,...
  ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი. ქალებს შორის...
აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის წმ. გრიგოლ ხანძთელის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „იბერიელები“ პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, სადაც მათ საქართველოს პრეზიდნტმა უმასპინძლა.ანსამბლის შემადგენლობაში არიან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვები. ანსამბლის წევრებმა სასახლე დაათვალიერეს და პრეზიდენტთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/980590112109262/