ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.
იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს...
12 ოქტომბერს, ესპანელებისთვის მნიშვნელოვან დღეს, ალიკანტეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში ქართულ დიასპორასთან არსებულმა , შემოქმედებითმა ფოლკლორულმა ანსამბლმა" იბერიამ " მიიღო მონაწილეობა.
,,არც ერთი უცო ქვეყნის დროშა არ აფრიალებულა საქართველოს დროშის გარდა და როდესაც კათედრალში შევედით, ტაშით მიეგებენ ჩვენს დროშას, ნიშნად იმისა,რომ პატივი ვეცით ამ დიდ დღეს. ჩვენთვის ნემდვილად დიდი პატივი და...
მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა.
"ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, რეადმისიის მოთხოვნით მიღებულია 1290 განაცხადი, აქედან 1260-ს თანხმობა ეთქვა, 30-ს (2,3%) - უარი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ახალგაზრდები იძულებულები არ უნდა ხდებოდნენ საზღვარგარეთ მიდიოდნენ და ახდენდნენ საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზებას.
თავად ახალგაზრდა პრემიერი ფიქრობს რომ, საქართველომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ.
„ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ...
2018 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენისსწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.- ნათქვამია საგარეოს საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში .
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ისაუბრებს ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტზე . მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს...
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს რომ დიასპორის აქტივობა და ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებაში ევროპული ქვეყნების მსგავსად უნდა ჩამოყალიბდეს ,,პოლიტიკურად დიასპორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩეული მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება. ის ერთი თუ ორი დეპუტატი მათი ინტერსების დამცველი, რეალური ხმა იქნება და...
ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ რომ კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო ვადად 1 ივლისიდან – 21 სექტემბერმდე პერიოდი დასახელდა.
5 ივნისს, მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართა. მან თავისი ცნობილი ჰიტები მოსკოვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა, რომელსაც ნიკა რაჭველი დირიჟორობდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგნენ, მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე.
შეგახსენებთ, ქართველი მომღერლის კონცერტი მოსკოვში 28 მარტს იყო დაგეგმილი,...
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიასპორის დღე არის დამოუკიდებლობის დღის შემდეგი დღესასწაული და ჩვენ ორივე ფაქტს ერთად ვზეიმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში უკვე იქ ცხოვრებას თუ აქ ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეიძლება ერთობლივად, თუნდაც გეოგრაფიულად მოშორებული...
ჟურნალისტი ზურაბ შარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე დიდი ხნის წინ ემიგრაციაში წასულ მამას, მსახიობ ნუგზარ შარიას ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
“იმდენად, რამდენადაც, ” ჟურნალისტებს”, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე,...

































