10 წლის ქართველმა ელენე ცინდელიანმა გერმანული საბავშვო ვოისის ყველა ჟიური შემოაბრუნა. ის გერმანიშია კერძოდ ფრაიბურგში ცხოვრობს. გადაცემაში მას თავისი ოჯახი და საუკეთესო მეგობრები ახლდა. პატარა ელენემ შეასრულა სიმღერა სახელწოდებით Don't You Worry 'Bout A Thing" ვიდეოსთვის გადადით გერმანული საბავშვო ვოისის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/pg/TheVoiceKidsSAT.1/posts/?ref=page_internal
წარმატებები პატარა ელენეს !!!
https://www.facebook.com/TheVoiceKidsSAT.1/videos/746458699044009/
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს. მისი თქმით ვიზიტი დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება.
სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.
საქართველოს პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენთან...
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.
გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.
ქალებს შორის...
ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. მათ დარბაზში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ხმაურით წარიმართა. კონგრესის სასახლის შესასვლელში დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც მათი ნაწილი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.
ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...
https://www.youtube.com/watch?v=xiJ59Bp9OTY
"თურქეთის ქართველ მარგალიტად" ცნობილი მომღერლის, ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ქალიშვილები, რომლებიც მამის მსგავსად, არაჩვეულებრივად მღერიან, მსმენელის უდიდეს ყურადღებას იპყრობენ როგორც საინტერესოდ შესრულებული სიმღერებით, ასევე გამორჩეული გარეგნობით.
ქართულად სამივე მათგანი საუბრობს. ამბობენ, რომ სიმღერის ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ, ინსტრუმენტებზე დაკვრა კი 10 წლის ასაკში შეისწავლეს. ისინი თავდაპირველად თურქულ ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, შემდეგ კი...
საფრანგეთის დედაქალაქში ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია "TAM'ART" წარმოგიდგენთ ერთობლივ სპექტაკლს "დაარქვი, რაც გინდა".
სპექტაკლი გაიმართება შემდეგ მისამართზე:
Théâtre "Darius Milhaud"
84 Allée Darius Milhaud
75019 Paris
"ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს" - 10-წლიან ემიგრაციაში მყოფი წითელთმიანი გოგონა საქართველოდან- მეგა ტივიმ ამ სახელწოდებით ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა.
სადაც მეგატივი წარმატებულ ემიგრანტს, ცისნამი საყვარლიშვილს გაგაცნობთ. იგი 10 წელია ემიგრაციაშია. საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. დეტალები ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში.
https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=rluapYRPUOk
ცნობილი ქართველი ვარსკვლავი გია სურამელაშვილი, რამდენიმე დღეა საბერძნეთის დედაქაქ ათენში იმყოფება და ქართველი ემიგრანტებისთვის საბერძნეთში საკონცერტო ტურნეს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია ათენში ცნობილი ქართული რესტორნის ,,ალავერდის" მენეჯერმა ქ-მა ხათუნა ბურჯანაძემ დაადასტურა მისი თქმით: ,,საბერძნეთში მცხოვრებ ქარტველებში და უცხოელებში გია სურამელაშვილი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ჩვენს საყვარელ მომღერალთან გია სურამელაშვილთან...
ლიზი მამიაშვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის 15 წლის იყო როცა პოპულარულ სერიალში „ოჯახური ბიზნესი“ გადაიღეს. ლიზა ქართველი მილიონერის და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიშა მამიაშვილის ქალიშვილია. მას ჰყავს და-ძმა. უფროსი და თამარა შვეიცარიაში ცხოვრობს და სპორტულ კომიტეტში მუშაობს. ის ასევე ბლოგერობით არის გატაცებული. თამარა მამიაშვილს რუსეთში კარგად იცნობენ, ის...
სულ ახლახანს თურქეთის დედაქალაქში ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის ,,უკან მომავალში" პრეზენტაცია შედგა. რის შემდეგაც წიგნის ავტორმა ემიგრანტების მისამართით ემოციური წერილი გამოაქვეყნა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,, არ გამიჭირდება იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც დღეს სტამბულში, ქართველ ემიგრანტებთან ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაციის დროს დამეუფლა , ადამიანები, რომლებიც ერთ მოფერებაში - ათს მიბრუნებდნენ, ერთ სიყვარულში...