საფრანგეთის დედაქალაქში ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია "TAM'ART" წარმოგიდგენთ ერთობლივ სპექტაკლს "დაარქვი, რაც გინდა". სპექტაკლი გაიმართება შემდეგ მისამართზე: Théâtre "Darius Milhaud" 84 Allée Darius Milhaud 75019 Paris
5 აპრილს ათენში ბესო ჩუბინიძის მორიგი წიგნის ,,ღიმილის ბიჭები"-ს პრეზენტაცია შედგება და მასთან ერთად მისივე რეჟისურით გადაღებული თემურ წიკლაურის კლიპის „მე შენ მიყვარხარ საქართველო“ პრემიერაც იხილავს დამსწრე საზოგადოება. გამარჯობა ქართველებო! ეს, ჩემი რიგით მესამე წიგნია...
8 სექტემბერს მიუნხენში კულტურათაშორისი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის სხვადასხვა ორგანიზაციების საფეხბურთო ჯგუფები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას გერმანიის ქართული სათვისტომოს გუნდი F.C. GEORGIA MÜNCHEN იც მიიღებს. ტურნირი გაიმართება 10 დან 15 საათამდე პატარა მოედნებზე 6 კაციანი შემადგენლობით.  მატჩები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Schwere-Reiter-Str. 13, 80637 München
  ნიკოლოზ გუგეშაშვილი გამორჩეული ქართველია რომელიც რამდენიმე წლის წინ, ბიზნესის წარმოების და გაფართოების თვალსაზრისით უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და დღეს საქართველოს სახელს ამ ქვეყანაში ღირსეულად იცავს, მისი ინიციატივით ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არაერთი გრანდიოზული და მნიშვნელოვანი პროექტითაც აღინიშნა, ეს მისთვის ისეთივე ბუნებრივ მოვლენად იქცა რომ შეიზლება ითქვას არც კი...
 იტალიაში ქ. ბარიში  ასოციაცია A.I.S. ბაზაზე მისი ხელმძღვანელის ნინა რურუას თაოსნობით ქართული ჟურნალი "აისი" დაარსდა.    ჟურნალ ,,აისი" -ს პირველი ნომერი ადგილობრივმა ქართველმა მკითხველმა უკვე იხილა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართულენოვანი ჟურნალი ,,აისი" ქართველი მკითხველისთვის  თვე ერთხელ გმოვა და მასში  არაერთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მაცხოვრებელი ჩვენი...
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე დიდ ჯიხაიშში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, დიასპორის სახლები უნდა შეიქმნას, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებულ თანამემაულეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ. „მიღებულია ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე კანონში, რომლის გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ...
რამდენიმე წლის წინ საქართველოდან კანადაში წავიდა და უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყო.  შრომა დაუფასდა - ორ წელიწადში საკუთარი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი გახდა. დღეს 4 შვილის მამა ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებასა და საკუთარი ქვეყნის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანაზე ოცნებობს... “წარმატებული მაშინ ვიქნები, როდესაც სამშობლოში მოვახერხებ დაბრუნებას, ოჯახით დაფუძნებასა და ჩემი ქვეყნის შენებაში მცირედი...
მთავრობა ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვა. „შესაბამისად, მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, – განაცხადა ბახტაძემ. მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით პრიორიტეტული როლი მიენიჭება...
ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებული "წმიდა გიორგის" სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული კულტურის საღამო "მე, შენ და საქართველო". კონცერტში მონაწილეობდნენ აღნიშნულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. კონცერტის ბოლოს მოხდა ახალგაზრდა წარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება. კონცერტს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს...
მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და...