ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებული "წმიდა გიორგის" სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული კულტურის საღამო "მე, შენ და საქართველო". კონცერტში მონაწილეობდნენ აღნიშნულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. კონცერტის ბოლოს მოხდა ახალგაზრდა წარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება. კონცერტს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს...
 უკრაინაში ქართული კულტურის ზეიმი მოეწყო. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანებისთვის საღამოს კულმინაცია ქართული ნაციონალური ბალეტის სცენაზე გამოჩენა გახდა. სუხიშვილების გამოჩენას უკრაინელი მაყურებელი დილიდან ელოდა. ქართული კულტურის გაცნობა და შეყვარება - ეს არის მიზეზი, რის გამოც კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. იდეის ავტორი და ორგანიზატორი უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი,...
საფრანგეთის დედაქალაქში ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია "TAM'ART" წარმოგიდგენთ ერთობლივ სპექტაკლს "დაარქვი, რაც გინდა". სპექტაკლი გაიმართება შემდეგ მისამართზე: Théâtre "Darius Milhaud" 84 Allée Darius Milhaud 75019 Paris
ემიგრანტი ბავშვებისთვის ახალი პროექტი იწყება - ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის ნანა თევდორაძის განცხადებით ქუთაისის მერია ემიგრანტ ბავშვებს ბაკურიანში დაასვენებს. ,, გამორჩეული ორ კვირიანი საზაფხულო არდადეგები ელოდებათ ჩვენი ემიგრანტების შვილებს , ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას სამშობლოში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ვიწყებთ უნიკალურ...
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ისტორიულად  საქართველოში ყველაზე დიდი რელიგიური და სოციალური უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელსაც დღესდღეობით ათასობით სასულიერო პირი წარმოადგენს, თუმცა მათ შორის განათლებული და ინტელექტუალური მღვდელმსახურების პოვნა არცთუ ადვილი მოსაძებნია. დღეს ჩვენი სტუმარი საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის, ბირმინგემის, მანჩესტერის, გლაზგოს და სანდერლენდის ქართული სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი...
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე დიდ ჯიხაიშში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, დიასპორის სახლები უნდა შეიქმნას, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებულ თანამემაულეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ. „მიღებულია ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე კანონში, რომლის გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ...
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი შვილებისთვის მშობლიური, ქართული ენის შენარჩუნების საკითხია, რომელსაც ისინი ქართული საკვირაო სკოლების საშუალებით უმკლავდებიან. საკვირაო სკოლებში პირველ რიგში, ენობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარებიან პატარა ქართველებს და  მშობლიურ  ენაზე წერა-კითხვასაც ასწავლიან. ქართული დიასპორების  წარმომადგენლები,რომლებიც  წლებია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათი შვილები ადაპტირებულნი არიან გარემოსთან და იმ ქვეყნების...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა. ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა საინტერესო იქნება ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის,რომელთაც ისტორიული კავშირები აქვთ საქართვე-...
"გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს, ამის შესახებ განცხადება მან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის...