გადაცემაში პალატის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ქართული დიასპორის ჩართულობაზე, დიასპორულ ინვესტიციებზე, დიასპორაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამომავლო გეგმებზე.პალატის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტსა და მის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს მხადაჭერისა და თანადგომისთვის.
იხილეთ ვიდეო http://www.myvideo.ge/?video_id=3630995
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხალხს მიტოვებული სოფლის სახლების ყიდვისკენ მოუწოდებს. ყველამ ვიცით, რა ბედი ეწევათ სახლებს, რომელთა კარიც წლობით არ იღება. ამავე დროს ბევრს სოფელი არ აქვს და ასეთ სახლზე ოცნებობს. ამიტომ ლექსო ჩარკვიანის უცნაურ განცხადებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აი, რას სთხოვდა ის ინტერნეტმომხმარებლებს:
"იყიდეთ,...
შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული კონკურსი -„შვედეთის საუკეთესო კერძი“ დაიწყო , რომლის გამარჯვებულიც ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.
პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän თანამშრომლობით, სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს"და "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს, ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი...
























