დღეს აშკარაა, რომ ქართულ დიასპორაში არსებული ინტელექტუალური, ლობისტული და ფინანსური კაპიტალი აუცილებელია საქართველოს სწრაფ განვითარებაში, დიასპორის თითოეული წარმომადგენლის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის…
დღევანდელი ქართული სახელმწიფო თავისმხრივ ხელს უნდა უწყობდეს და ქმნიდეს შესაბამის მექანიზმებს ქართული დიასპორის ქვეყნის განვითარებაში ფართო ჩართულობისათვის, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციას გააზრებული უნდა ჰქონდეს დიასპორის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში…
ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი უნდა გამყარდეს და გაძლიერდეს, ორივე მათგანი უნდა აძლიერებდეს ერთმანეთს 21-ე საუკუნეში…
ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უცხოეთში მცხოვრებ თითოეულ თანამემამულესა და ყველა დიასპორულ ორგანიზაციას უსურვებს წარმატებულ საქმიანობას ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ!!!
ზაალ სარაჯიშვილი
პალატის თავმჯდომარე
Sardjishvili.com-ს დამფუძნებელი