საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ $232 მილიონი დახარჯეს. ეს თანხა რეკორდულად მაღალია და ის 2017 წლის პირველი ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს დაახლოებით 21%-ით აღემატება. ქართველთა მიერ უცხოეთში დახარჯული თანხა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასხდელო ბალანსის სტატისტიკის შესადგენად დათვალა. ტურიზმის ასეთ სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს...
2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.- ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სტენდთან ქართული ღვინო გაესინჯათ და გაცნობოდნენ ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ბეჭდურ საპრომოციო მასალას. დამთვალიერებლებს...
ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. ლოდში,  ქართულმა საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება :  პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი...
ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდა. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“...
1 ნოემბრიდან "ვიზეარის" ბარგის გადატანის წესი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, Basic ბილეთის საფასურში შევა მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x30x20 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეეძლებათ. მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ, მცირე ზომის ხელბარგთან (40x30x20 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ აიტანონ სამგზავრო...
ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”. გამოფენა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით. გამოფენა გახსნა ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, სვაინ ენგელსტადმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, მაია ყიფშიძე, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი (Emeritus)...
ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენას ვენის ალბერტინასმუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი...
მოლდოვაში ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სრულუფლებიან წარმომადგენელად პაატა კეჟერაშვილი დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს. პაატა კეჟერაშვილი 2011 წლიდან მოლოდოვას რესპუბლიკაში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლი იყო.
8 სექტემბრს, ქ. ბარიში ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ,,Fiera del Levante’’ გაიხსნება. იტალიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, გამოფენაზე, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონიც იქნება წარმოდგენილი, გამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.       როგორც ცნობილია წინა წლებში აღნიშნულ გამოფენებზე აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის არ აღიარებული სეპარატისტული ხელისუფლების შესაბამისი უწყებები და წარმოადგენდნენ საქართველოს ამ კუთხის,...