ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ე.წ. „განტვირთვის რეგიონული პლატფორმების“ შექმნის საკითხს განიხილავენ. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადების პროექტში. მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იგეგმება მიგრანტთა ცენტრების შექმნა, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა თავშესაფრის მაძიებლის ევროპაში ჩასვლამდე მოხდება. Reuters-ის წერს, რომ შესაბამისი ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში...
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, 2018 წლის პირველ კვარტალში თავშესაფარი 131 ათასმა ადამიანმა მოითხოვა. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. 2017 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირში 154 ათასი თავშესაფრის მაძიებელი დარეგისტრირდა. ევროსტატის მონაცემებით, იმ პირთა შორის, ვინც 2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვეს, 4%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. ევროსტატის ოფიციალურ...
გერმანიის შს მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი კანცლერს ანგელა მერკელს ულტიმატუმს უყენებს. ზეეჰოფერი მერკელს არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად ორკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ Bild-ი წერს. ქრისტიანულ-სოციალური კავშირი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის უახლოეს სამიტზე, ანგელა მერკელი უცხოელ პარტნიორებთან ამ თემის შესახებ კომპრომისს მიაღწევს. გამოცემა წერს, რომ ზეეჰოფერი ფედერალური საზღვრების გამკაცრებას და ქვეყნიდან იმ მიგრანტების გაძევებას მოითხოვს, რომლებსაც თავშესაფარზე...
ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე. გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს. ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სოზარ სუბარი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენს შეხვდა.  მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ბელგია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და პარტნიორია ევროკავშირში. მინისტრი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის...
იტალიელმა პოლიტიკოსმა, პარტია იტალიის ლიგას წევრმა  და ევროპარლამენტარმა მარიო ბორგუეზიომ (Mario Borguezio), , ტელე მაუწყებელ RTL ის ეთერში გააკეთა განმარტებები იმ  ხარჯებთან  და პროცესებთან დაკავშირებით რაც  მისი მთავრობის ყველაზე ამბიციურ დაპირებად შეფასდა  - იტალიიდან 500 000 მიგრანტის დეპორტაციას ეხება . დაძაბულ ინტერვიუში, რომელსაც პოლიტიკურად აქტიური ჟურნალისტი (როგორც სტეფენ მილერი უწოდებს...
ავსტრიის მთავრობა ისლამისტური იდეოლოგიასთან და საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ რელიგიურ ჯგუფებთან ბრძოლის ფარგლებში 7 მეჩეთის დახურვას და 40 იმამის ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს. "ეს მხოლოდ დასაწყისია" განაცხადა ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ. 2015 წელს ქვეყნის ამჟამინდელი კანცლერის, სებასტიან კურცის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ავსტრიაში მიიღეს კანონი, რომელიც რელიგიურ დაჯგუფებებს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავდა და მუსლიმურ საზოგადოებებს ავალდებულებდა ჰქონოდათ...
იტალიას მეტი მუშაობა და ნაკლები კორუფცია სჭირდება – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირის მიმართ ბრალდებების ნაცვლად, იტალიელებმა სამხრეთის ღარიბ რეგიონებში ვითარების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. „ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ ვეღარ მივიღებ ბრალდებას, რომ იტალიის სამხრეთში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის არასაკმარისი დახმარების ბრალია. იტალიელებმა ღარიბ რეგიონებს უნდა მიხედონ,...