Sputnik-ის მიერ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მისი ცნობით ესპანელმა სამართალდამცელებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქალაქ ბილბაოში 11-მდე საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად წყაროდ კი ესპანური საინფორმაციო საშუალებებია დასახელებული როგორც მედია საშუალება იტყობინება დაკავებულებმა ბილბაოსა და მის შემოგარენში აგვისტოს პირველ ნახევარში 11-მდე  საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ეჭვმიტანილები ბინის...
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის ინცორმაციით მილანის პოლიციამ „ინტერპრესნიუსს“ იტალიის შს მინისტრის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გარკვეული მასალები მიაწოდა იტალიის ქალაქ მილანის პოლიციამ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ქვეყნის შს მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გარკვეული მასალები მიაწოდა. როგორც მილანის პოლიციამ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, დაკავებულები არიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები:...
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრაგამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოსკარაბალისთან. ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნამიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა.   შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა, რაც გამოიხატება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხშირი კონტაქტებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბიზნეს-ფორუმების გამართვის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს...
ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა. „ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ვინტერშტაინმა. მისივე თქმით, მაკროფინანსური დახმარების...
საფრანგეთი, 100 წლის განმავლობაში, ყოველთვის ქართველი ემიგრანტების გვერდით იდგა და მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა. მნიშვნელოვანია, რომ იმ დღიდან, როდესაც მე აღარ ვარ საფრანგეთის მოქალაქე, ჩემი 4-წლიანი ბრძოლის შედეგად, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ეძლევათ საშუალება, იყვნენ ორმაგი მოქალაქეები. https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/242888316416165/
ოთარ კაკაბაძე „ლუცერნმა“ დაიმატა – ამის შესახებ შვეიცარიულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა და ქართველი ფეხბურთელი წარადგინა. „ლუცერნის“ ცნობით, „ხიმნასტიკიდან“ დამატებულმა საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შვეიცარიული მედიის ცნობით, „ლუცერნს“ ეს ტრანსფერი 500 ათასი ევრო დაუჯდა.„ოთარის ტრანსფერით მარჯვენა ფლანგზე გავძლიერდით. კაკაბაძე ახალგაზრდა და წარმატებაზე მომართული მოთამაშეა....
უკანონო მიგრაციისგან საზღვრების დასაცავად, ავსტრიის ხელისუფლებამ ევროკავშირს შეიარაღებული ძალების გამოყენება შესთავაზა. ავსტრიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის სამსახურებს დაეხმარებიან. ავსტრიის თავდაცვის მინისტრის, მარიო კუნასეკის განცხადებით, გეგმა ავსტრიის წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხედროები პოლიციის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. ავსტრია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული წესით ექვსი თვით ხელმძღვანელობს, 2015 წლის მსგავსი კრიზისის გამეორებას ეწინაღმდეგება. ქვეყნის...
ხუთმა  ქართველმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური Corriere della Sera ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა. მათ შორის არის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლიც. როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა სალვინის მშობლების სახლში 14-15 აგვისტოს ღამით შეაღწიეს. ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს...
ჩეხეთი არ მიიღებს ევროკავშირში ხმელთაშუა ზღვით ჩასულ არც ერთ მიგრანტს, რადგან ქვეყანა  უკრაინელ მიგრანტებს იღებს. Radio Praha-ს ცნობით, ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა იტალიაში გამგზავრებამდე განაცხადა. ბაბიშის თქმით, არალეგალური მიგრაციის შესაწყვეტად, საჭიროა ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ის იტალიასა და მალტაში ვიზიტისას განიხილავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 2376 არალეგალი მიგრანტი...
იტალიის კათოლიკური ეკლესიისა და ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს სიცილიის სანაპიროზე ერთი კვირის წინ გაჩერებული გემიდან გადმოსვლის უფლება მისცეს. მათი უმეტესობა ერიტრეელია. ამის შესახებ BBC წერს. 180-მდე მიგრანტიდან იტალიის ეკლესია 100-მდე მიგრანტზე აიღებს პასუხისმგებლობას, დანარჩენ მიგრანტებს კი ალბანეთი და ირლანდია გაინაწილებს. გემმა გასულ კვირაში ხმელთაშუა ზღვაში, გადატვირთული ნავიდან 190 მიგრანტი აიყვანა. მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც...