ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა. „ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ვინტერშტაინმა. მისივე თქმით, მაკროფინანსური დახმარების...
ხმელთაშუა ზღვაში გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Mission Lifeline-ის სამაშველო გემმა გადაარჩინა 224 მიგრანტი, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ, თუმცა, მალტამ და იტალიამ მათ მიღებაზე უარი განაცხადა. იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ არასახელმწიფო სამაშველო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მისი განცხადებით, საქველმოქმედო ორგანიზაციები არ უჯერებენ იტალიისა და ლიბიის ხელისუფლებას და სხვის საქმეში...
  საბერძნეთის პარლამენტში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ორი ქართველი სტუდენტი,  სტუდენტების და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე და ამავე ასოციაციის კონკურსის ,,წლის სტუდენტი 2017" -ის ჯილდოს მფლობელი და ათენის სახელმწიფო უნვერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე იქნენ მიწვეულები. სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელი,პროფესორი,ცნობილი ენათმეცნიერი პანაიოტის კონდოსი, საბერძნეთის პარლამენტის...
ხუთმა  ქართველმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური Corriere della Sera ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა. მათ შორის არის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლიც. როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა სალვინის მშობლების სახლში 14-15 აგვისტოს ღამით შეაღწიეს. ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს...
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზას ირჩევენ. ბრიუსელში საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა გაერთიანების 16 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს. შეხვედრაზე საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად იტალიის პრემიერ-მინისტრმა კოლეგებს ახალი გეგმაც წარუდგინა, რომელიც სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ...
ქაბულში, გერმანიიდან ერთი კვირის წინ დეპორტირებულმა 23 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო ავღანეთის 69 მოქალაქეს შორის, რომლებიც გერმანიის ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა. ის გერმანიაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ავღანელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა. ავღანელების დეპორტირების გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების...
 ავტორი:ნინა რურუა თანამედროვე მსოფლიოში ფრიად აქტუალურია ბავშვთა უფლებების დაცვა. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომლის მონაწილე იტალიის რესპუბლიკაცაა, აერთიანებს ისეთ პრინციპებს როგორიცაა, ბავშვის უფლებები, სახელმწიფოს ვალდებულებები და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობები,ასევე მითითებულია ის თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე საინტერსოა ის...
გერმანიის მთავრობა უცხოელი კვალიფიციური კადრებისთვის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გერმანიის შინაგან საქმეთა, შრომისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს. Reuters-ის მონაცემებით, გერმანია კვალიფიციური კადრებისა და ახალგაზრდების ნაკლებობას განიცდის. ინიციატივა ითვალისწინებს ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქე სპეციალისტებისთვის. გერმანიაში უკვე მოქმედებს „ლურჯი ბარათის“ სისტემა, რომელიც კომპანიებს...
იტალიელმა პოლიტიკოსმა, პარტია იტალიის ლიგას წევრმა  და ევროპარლამენტარმა მარიო ბორგუეზიომ (Mario Borguezio), , ტელე მაუწყებელ RTL ის ეთერში გააკეთა განმარტებები იმ  ხარჯებთან  და პროცესებთან დაკავშირებით რაც  მისი მთავრობის ყველაზე ამბიციურ დაპირებად შეფასდა  - იტალიიდან 500 000 მიგრანტის დეპორტაციას ეხება . დაძაბულ ინტერვიუში, რომელსაც პოლიტიკურად აქტიური ჟურნალისტი (როგორც სტეფენ მილერი უწოდებს...
 საბერძნეთში მიკრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა და მთლიანად დაიწვა. პოლიციის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით დაიღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, გაზეთი „კატიმერინის“  ინფორმაციით ადგილზე 11 ადამიანია დაღუპული, რომელთა წარმომშობი ქვეყანაც ჯერ -ჯერობით არ დასახელებულა.  შემთხვევა დღეს გამთენიისას საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ძლიერი შეჯახების გამო ცეცხლი ორივე მანქანას წაეკიდა. მიკროავტობუსიდან 11-მა ადამიანმა ვერ მოახერხა...