9 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით, ისევე როგორც საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებს და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს. თავის გამოსვლაში...
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები,ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარებას. საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების...
ევროკომისიამ საბერძნეთს მიგრანტების პირობების გაუმჯობესებისთვის, 37,5 მილიონი ევრო გამოუყო. აღნიშნული თანხა საბერძნეთმა მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების, თარჯიმნისა და კვებისთვის უნდა გამოიყენოს. ევროკომისია 6,4 მილიონ ევროს მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციასაც გამოუყოფს. ევროკავშირმა მიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად, 2015 წლიდან დღემდე 1,6 მილიარდი ევრო გამოყო.
იტალიამ 2023 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 330 730 ბინადრობის და მუშაობის ნებართვა გასცა. როგორც Istat -ი იტალიის სტატისტიკის ინსტიტუტის კვლევა იტყობინება, 2023 წელს ემიგრანტებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების რაოდენობის 330 730-ის გარდა მიმდინარე წლის განმავლობაში რეგულარული ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა საერთო რაოდენობამ იტალიაში...
უკანონო მიგრაციისგან საზღვრების დასაცავად, ავსტრიის ხელისუფლებამ ევროკავშირს შეიარაღებული ძალების გამოყენება შესთავაზა. ავსტრიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის სამსახურებს დაეხმარებიან. ავსტრიის თავდაცვის მინისტრის, მარიო კუნასეკის განცხადებით, გეგმა ავსტრიის წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხედროები პოლიციის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. ავსტრია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული წესით ექვსი თვით ხელმძღვანელობს, 2015 წლის მსგავსი კრიზისის გამეორებას ეწინაღმდეგება. ქვეყნის...
ესპანეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია ლიდერობს. ეგზითპოლების თანახმად, სოციალისტები ხმების 30%-ზე მეტს აგროვებენ, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ კი 18%-ს დასჯერდება. ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროპის პარლამენტის არჩევნების დიდი გამარჯვებული გახდა, მისმა სოციალისტურმა  პარტიამ ესპანელების ხმების უმრავლესობა მიიღო, რის შედეგადაც მას უფრო მეტი მანდატი ეყოლება და მეტი გავლენა ექნება ...
კვიპროსის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდ ნაკადს მალე ვეღარ გაუმკლავდება და ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EUobserver-ი ავრცელებს. კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრის კონსტანტინოს პედრიდესის თქმით, მთავრობა მიგრანტების ნაკადის შემცირებისკენ მიმართული ზომების შემუშავებაზე მუშაობს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მიგრანტების გაგზავნა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. კვიპროსში, რომლის...
ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდა. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“...
ავსტრიის მთავრობა ისლამისტური იდეოლოგიასთან და საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ რელიგიურ ჯგუფებთან ბრძოლის ფარგლებში 7 მეჩეთის დახურვას და 40 იმამის ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს. "ეს მხოლოდ დასაწყისია" განაცხადა ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ. 2015 წელს ქვეყნის ამჟამინდელი კანცლერის, სებასტიან კურცის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ავსტრიაში მიიღეს კანონი, რომელიც რელიგიურ დაჯგუფებებს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავდა და მუსლიმურ საზოგადოებებს ავალდებულებდა ჰქონოდათ...
 ავტორი:ნინა რურუა თანამედროვე მსოფლიოში ფრიად აქტუალურია ბავშვთა უფლებების დაცვა. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომლის მონაწილე იტალიის რესპუბლიკაცაა, აერთიანებს ისეთ პრინციპებს როგორიცაა, ბავშვის უფლებები, სახელმწიფოს ვალდებულებები და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობები,ასევე მითითებულია ის თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე საინტერსოა ის...