გერმანია და ესპანეთი საიმიგრაციო კრიზისთან ბრძოლის პროცესში აფრიკასთან თანამშრომლობის მომხრეები არიან. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა ბერლინში, საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ოფიციალური ბერლინი და მადრიდი 28 ივნისს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში არსებული საიმიგრაციო კრიზისის აღმოსაფხვრელად აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა...
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერმინისტრ შარლ მიშელს მკაცრი კონტროლის დაწესების პოზიცია აქვს, მისი განცხადებით, "შენგენის" ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესანარჩუნებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ მკაცრი სასაზღვრო კონტროლი. "ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონაში, მაშინ მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ გარე საზღვრები. მეორე პრიორიტეტი კი ის არის,...
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირის იმ წევრებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ, ფინანსური სანქციები ელით. განცხადება ემანუელ მაკრონმა ესპანელ კოლეგა პედრო სანჩესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მაკრონის თქმით, დაუშვებელია, ევროკავშირის წევრთა ნაწილი მუდმივად სარგებლობდეს ფინანსური შეღავათებით და ამავე დროს, ეგოისტურად იქცეოდეს, როდესაც საქმე მიგრანტების მიღებას ეხება საფრანგეთისა და ესპანეთის მთავრობის...
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზას ირჩევენ. ბრიუსელში საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა გაერთიანების 16 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს. შეხვედრაზე საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად იტალიის პრემიერ-მინისტრმა კოლეგებს ახალი გეგმაც წარუდგინა, რომელიც სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ...
იტალიის დედაქალაქში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდა კარაბინიერებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბინიდან ძვირფასი ნივთების გატანას ცდილობდა. სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პოლიციაში ბინის მეპატრონემ დარეკა. 68 წლის პენსიონერმა განაცხადა, რომ მისი სახლის კარი ღია დახვდა, ხოლო შიგნიდან საეჭვო ხმები ისმოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა კარაბინიერებმაბინის ბლოკირება მოახდინეს და ახალგაზრდა...
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში მიგრაციის მინი სამიტს უმასპინძლებს. შეხვედრა  კვირას ბრიუსელში ჩატარდება, სადაც ლიდერები მოსალოდნელია, რომ განიხილონ ევროპული გადაწყვეტილებები მიგრაციის გამოწვევებზე, სხვა საკითხებთან ერთად. საბჭომ დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. გერმანულ გაზეთ Bild- ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან  საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის, ასევე გერმანიის ლიდერები....
ხმელთაშუა ზღვაში გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Mission Lifeline-ის სამაშველო გემმა გადაარჩინა 224 მიგრანტი, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ, თუმცა, მალტამ და იტალიამ მათ მიღებაზე უარი განაცხადა. იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ არასახელმწიფო სამაშველო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მისი განცხადებით, საქველმოქმედო ორგანიზაციები არ უჯერებენ იტალიისა და ლიბიის ხელისუფლებას და სხვის საქმეში...
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ალბანეთთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ავსტრიის მთავრობის პრესსპიკერმა პეტერ ლაუნსკი-ტიეფენტალმა განუცხადა. ტირანაში ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. ალბანეთის ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნის სანაცვლოდ, ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითხოვს. გერმანული...
გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა. მთლიანად კი 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, BAMF-ის ინფორმაციით 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 263-მა...
    კვიპროსში ქალაქ პაფოსში,  საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელებიც ყალბი დოკუმენტებით მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. Sigma Live-ის ინფორმაციით, დაკავებულები  ახალგაზრდა ქალბატონები არიან. გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულები 19 ივნისს პაფოსის საიმიგრაციო სამსახურში მივიდნენ და მუშაობის ნებართვის მიღება მოითხოვეს  საბერძნეთის და  ლატვიის მოქალაქეების პასპორტების წარადგინის საფუძველზე, თუმცა გადამოწმების შემდგომ წარდგენილი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა. მათ...