თურქული მედიის ცნობით ერდოღანს თურქული დიასპორა სრულ მხარდაჭერას უცხადებს

0
1459

თურქული მედიის ცნობით ერდოღანს ევროპაში არსებული თურქული დიასპორა სრულ მხარდაჭერას უცხადებს, და მაგალითად გერმანიასა და ავსტრიაში მცხოვრებელი თურქეთის მოქალაქეების აქტივობას ასახელებენ. თურქული მედიის ცნობით გერმანიაში მცხოვრები თურქების ორმა მესამედმა საყოველთაო არჩევნებში ხმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცა, ავსტრიაში კი გაცილებით დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ავსტრიაში ერდოღანმა იქ მცხოვრები თურქების 70 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

საერთო ჯამში , ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შედეგად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში მონაწილეთა 52.5 %- ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვება  პირველივე ტურში მოიპოვა.