საბერძნეთის საიმიგრაციო კანონდებლობაში ცვლილებები განხორციელდა

0
7167

საბერძნეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის მე-19 მუხლში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ის ადამიანები ვინც არიან არასრულწლოვანი საბერძნეთის მოქალაქის მშობლები, აქვთ უფლება, რომ მიიღონ ბინადრობის უფლება 3 წლით. ამავდროულად, იგივე კანონით გაუქმდა მე-19 A მუხლის ის ნაწილი რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი საბერძნეთის მოქალაქის მშობლებს ეძლეოდათ ბინადრობის უფლება მხოლოდ 1 წლის ვადით. ანუ, ამ ნაწილში კანონი გაუმჯობესდა – განაცხადა დღეს დილით გაკეთებულ განცხადებაში საბერძნეთში ლიცენზირებულმა იურისტმა პაატა სიმსივემ,  მისი განმარტებით ცვლილებები განხორციელდა ასევე საბერძნეთის საიმიგრაციო კანონდებლობაში სხვადასხვა კატეგორიის ბინადრობის უფლების აღებასთან დაკავშირებითაც კერძოდ , საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი N. 4540/2018 რომელიც გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში (ბერძ. ΦΕΚ, «Φύλλα Εφημερίδας της Κυβερνήσεως») 22 მაისს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე რიცხვიდან (გარდა ამავე კანონში მოცემული გამონაკლისებისა) ის უკვე არის ძალაში (იხ. კანონი ΦΕΚ Α΄ 91/22.05.2018, http://www.et.gr/index.php/anazitisi-fek -ზე).

პაატა სიმსივეს  შეფასებით კანონს აქვს როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეები: ,, რაც შეხება კანონის უარყოფით მხარეებს არის ის რომ ახალი კანონის მიხედვით გაუქმდა Ν. 4251/2014 კანონის მე-19 მუხლით (ბინადრობის უფლება „გამონაკლისი შემთხვევების საფუძველზე“, ბერძ. «άδεια διαμονής για εξαιρετικούς λόγους») გათვალისწინებული ბინადრობის უფლების აღების შესაძლებლობა იმ კატეგორიის ადამიანებისთვის ვინც საბერძნეთში იმყოფება ბოლო სამი წლის განმავლობაში და შემოსული იყო ვიზით. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ N. 4540/2018 კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, ეს შესაძლებლობა არ უქმდება მყისიერად, არამედ ის უქმდება მხოლოდ კანონის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ, ანუ 22.05.2018-დან სამი თვის შემდეგ. ვისაც ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ საბუთების შეტანა აუცილებლად შეიტანეთ.

როგორც იცით, ათენში საბუთების ჩაბარების თარიღის დანიშვნა – რანდევუ, ძალიან აგვიანებს. მაგალითისთვის, დღეს რომ მიხვიდეთ რანდევუს დასანიშნად დაგიბარებენ დაახლ. 1 წლის შემდეგ. ამ დროს თვქვენ ეს უფლება, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა, აღარ გექნებათ. ანუ, თუ უკვე არა გაქვთ დანიშნული რანდევუ ზემო ხსენებულ დროის მონაკვეთში, ათენში ვეღარ მოასწრებთ ჩაბარებას.

კითხვაზე თუ რა ხდება ისეთ შემთხვევაში თუ ვინმეს დანიშნული აქვს “3 წლიანზე” რანდევუ მაგ. სექტემბერში, ოქტომბერში, გაისათ და ა. შ. ანუ იმ დროს როცა უკვე სამ წლიანები კანონით გაუქმებული იქნება, პასუხი არის შემდეგი: წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, უფლების გამოყენების მოთხოვნა მოქალაქის მიერ ხდება განცხადების შეტანით. განცხადებას რომელიც შეგაქვთ რეგისტრირდება და მოგენიჭებათ შესაბამისი დოკუმენტი რომელიც ადასრუებს განცხადების ჩაბარებას. რანდევუს დანიშვნა სამწუხაროდ არ წარმოადგენს განცხადების შეტანას.

რა თქმა უნდა შესაბამის უწყებებს შეეძლოთ პრიორიტეტი მიენიჭებინათ ამ კატეგორიის მოქალაქეებზე და მიეცათ მათთვის საშუალება მათი რანდევუები გადმოსულიყო კანონის მოქმედების პერიოდში. ჩემი ინფორმაციით დღემდე მათ ეს არ მოუმოქმედებიათ თუმცა კარგი იქნება თუ ასეთი კატეგორიის ადამიანები გადაამოწმებთ თქვენს ადვოკატებთან და/ან შესაბამის უწყებებთან თუ რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში.

კიდევ ერთი საკითხი რომელიც “3 წლიანებს” უკავშირდება არის ასეთი განცხადების ათენს გარეთ ჩაბარების შესაძლებლობა. განსხვავებით ათენისგან სადაც როგორც უკვე აღინიშნა რანდევუ ძალიან აგვიანებს, ათენს გარეთ ამ მხრივ ხშირად სიტუაცია ბევრად უკეთესია, რადგან რანდევუები ბევრად უფრო ახლოს ინიშნება და შესაბამისად უფრო მეტი შანსია, რომ იქ მოასწროთ განცხადების შეტანა. ეს შესაძლებლობა სამართლებრივად არსებობს თუმცა ხშირად შესაბამისი უწყებები უარს ამბობენ ისეთი მოქალაქეების განცხადებების მიღებაზე რომლებსაც მაგ. აქვთ გზავნილები მთელი სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ათენში და აპირებენ “3 წლიანზე” განცხადება შეიტანონ სხვა ქალაქში. ხშირად მიზეზად სახელდება ის, რომ ისინი სინამდვილეში იქ არ ცხოვრობენ და მათგან დამატებით კიდე სხვა დოკუმენტებს ითხოვენ. თუმცა ეს უარი არ შეიძლება იყოს გამართლებული, რადგან კანონში საუბარია 3 წლის განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრებაზე და არა მუდმივად ერთ ქალაქში ცხოვრების ვალდებულებაზე რასაც სახელმწიფო უწყებების ასეთი პრაქტიკა ირიბად გულისხმობს. ასევე, გარდა ასეთი შემთხვევისა, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ადამიანს ბოლო სამი წლის განმავლობაში არა ერთ არამედ 5-6 ან მეტ სხვადასვა ქალაქში ეცხოვროს. შემსაბამისმა უწყებებმა, ყურადღება უნდა მიაქციონ არა იმას თუ საბერძნეთის რომელ ქალაქში ცხოვრობდა ადამიანი 1 ან 2 წლის წინ, არამედ სად ცხოვრობს ის ახლა – განცხადების ჩაბარების მომენტში. ასეთი კატეგორიის ადამიანებს დიდი ალბათობით მსგავსი პრობლემები გექნებათ და მათ მოსაგვარებლად გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ადვოკატთან და/ან შესაბამის უწყებებთან.

ბოლოს, კითხვაზე, ეხებათ თუ არა “3 წლიანების” გაუქმება იმ პირებს ვისაც უკვე შეტანილი აქვთ განცხადება და ელოდებიან გადაწყვეტილებას, პასუხია არა. ვინც მოასწარით და შეიტანეთ ახალი ცვლილებები თქვენ არ გეხებათ.

2. ე. წ. “სამ წლიანების” გარდა, ასევე გაუქმდა ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის უფლების აღების შესაძლებლობა იმ ადამიანების შემთხვევაში რომლებსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონდათ მინაღები ბინადრობის უფლება.

ყურადღება! ისევე როგორც წინა შემთხევავაში, ეს კონკრეტული დებულებაც ძალაში შედის კანონის გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ., ხოლო რაც შეეხება კანონის დადებით მხარეებს გახლავთ ის რომ  ვინც 7 წლის განმავლობაში იმყოფება საბერძნეთის ტერიტორიაზე, განურჩევლად იმისა ვიზით შემოხვედით თუ არა, ისევ შეგიძლიათ მიიღოთ ბინადრობის უფლება. აქ კიდევ ერთი დადებითი ის არის, რომ როგორც ახალი კანონის ფორმულირებიდან ჩანს, ბინადრობის უფლების მოთხოვნებში აღარ იქნება ე.წ. საბერძნეთთან მჭიდრო კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა ვინც ბერძნული ენის გაკვეთილებზე დადიხართ, ან აპირებდით მისვლას, ან მსგავს აქტივობებში აპირებდით ჩართვას, ნუ იტყვით უარს. ასეთი საბუთები/სერთიფიკატები ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სხვა თვალსაზრისითაც და შიძლება გამოგადგეთ მომავალშიც (მაგ. საბერძნეთის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით აღების დროს).რაც შეეხება  Ν. 4251/2014 კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის უფლების ხანგრძლივობა იყო განსაზღვრული 2 წლით ხოლო ახალი კანონით ბინადრობის უფლების ვადა გაიზარდა ერთი წლით და ჯამში შეადგენს 3 წელს. ანუ ვინც ახალი კანონით შეიტანთ განცხადებას, თქვენი ბინადრობის უფლება იქნება 3 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ იმავდროულად მოსაკრებლის («Παράβολο») საფასური დარჩა იგივე, ანუ 300 ევრო.” – განმარტავს იურისტი პაატა სიმსივე.