დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დანია საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს, ვინაიდან დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის მიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით: ,, დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს...
შვედეთში  ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიის მიერ  გავრცელდა.  შვედეთის მხრიდან გამოძიებამ 24 ოქტომბერს მომხდარი დანაშაულის ადგილი დაადგინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. მათივე ცნობით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი...
ესპანეთში, უცხოელების დაკავების ცენტრიდან იმიგრანტების გაქცევის მცდელობის დროს 11 პოლიციელი დაშავდა. ინციდენტი მადრიდში მოხდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, ძირითადად ალჟირელი 80-მდე პირი ტერიტორიის დატოვებას ძალის გამოყენებით შეეცადა. არეულობის დროს დაშავებული სამართალდამცველებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. უცხოელების დაკავების ცენტრში, ამ მომენტისთვის ესპანეთიდან გაძევების მოლოდინში 170 პირი იმყოფება. ევროპაში დარჩენის სურვილით, ცენტრში მყოფები ცენტრის ტერიტორიის დატოვებას ხშირად ცდილობენ. აგვისტოში მომხდარი...
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში – „ნაცრისფერი ზონების წაშლა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს, იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის...
საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის საკითხები დააყენეს, ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა , მისი თქმით:,, დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად გაფართოებული საქმიანი შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ელჩთან საქართველოში, რომელზედაც ძირითადად ქართველ ემიგრანტებზე და...
იტალიის მიერ გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მხარეც ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო იტალიაში მოგზაურობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თან იქონიონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი, – ამის შესახებ განცხადება საკონსულომ Facebook-ისოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით სექტემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ.  მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში 16,42 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საბერძნეთიდან 14,17 მლნ აშშ დოლარი შევიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ორივე ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და წელს...
12 ოქტომბერს, ესპანელებისთვის მნიშვნელოვან დღეს, ალიკანტეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში ქართულ დიასპორასთან არსებულმა , შემოქმედებითმა ფოლკლორულმა ანსამბლმა" იბერიამ " მიიღო მონაწილეობა. ,,არც ერთი უცო ქვეყნის დროშა არ აფრიალებულა საქართველოს დროშის გარდა და როდესაც კათედრალში შევედით, ტაშით მიეგებენ ჩვენს დროშას, ნიშნად იმისა,რომ პატივი ვეცით ამ დიდ დღეს. ჩვენთვის ნემდვილად დიდი პატივი და...
ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდა. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“...
 საბერძნეთში მიკრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა და მთლიანად დაიწვა. პოლიციის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით დაიღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, გაზეთი „კატიმერინის“  ინფორმაციით ადგილზე 11 ადამიანია დაღუპული, რომელთა წარმომშობი ქვეყანაც ჯერ -ჯერობით არ დასახელებულა.  შემთხვევა დღეს გამთენიისას საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ძლიერი შეჯახების გამო ცეცხლი ორივე მანქანას წაეკიდა. მიკროავტობუსიდან 11-მა ადამიანმა ვერ მოახერხა...