მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა...