ირაკლი ღლონტის შეფასებთ პასპორტის ფასი ემიგრანტების მიმართ დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია.

0
7905

იურისტი და ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ღლონტის შეფასებით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საზღაურთან დაკავშირებით მთავრობის 2011 წლის N508 დებულება საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და მას დისკრიმინაციულს და არაკონსტიტუციურს უწოდებს.

მისი განცხადებით: მიმაჩნია, რომ სრულიად ლეგიტიმური და სამართლიანია ჩვენი საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეების კრიტიკა და იუსტიციის სამინისტრო ახდენს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების უხეშ ხელყოფას. მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს დისკრიმინაციულ მიდგომასთან, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საზღაურთან მიმართებით, რომელიც არსებითად განსხვავებულ პირობებში აყენებს საქართველოში მცხოვრებ პირებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იდენტურ სახელმწიფო სერვისზე დადგენილია არსებითად განსხვავებული საფასური, რაც პირდაპირ გამოხატავს დისკრიმინაციულ მიდგომას და თავის მხრივ ჩემი შეფასებით არაკონსტიტუციურია. მსურს საჯაროდ მივმართო იუსტიციის მინისტრს, რათა შესაძლო მოკლე დროში გვაცნობოს სამინისტროს მოსაზრება წინამდებარე საკითხთან მიმართებით, ასევე, მივმართავ სამინისტროს, განმარტებულ იქნას, თუ რა არგუმენტაცია დაედო საფუძვლად იმ სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც ერთი და იმავე სახის დოკუმენტის გაცემისთვის დადგენილია განსხვავებული საფასური.“ – აცხადებს ირაკლი ღლონტი