გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განახორციელა.

0
1885

გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია მოახდინეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ავიარეისი დუსელდორფიდან  გვიან ღამით განხორციელდა , საქართველოს მოქალაქეები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს, დეპორტირებულების უმეტესობა თავშესაფარს ძირითადად გერმანიაში მოითხოვდა და მიზეზებად პოლიტიკურ, სოციალურ ან სხვა სახის მოტივებს ასახელებდა.

ევროკაშირის წევრ ქვეყანას საერთაშორისო კანონმდებლობით უფლება აქვს, არ ენდოს  მესამე ქვეყნის მოქალაქის მიერ დასახელებულ მიზეზებს თავშესაფრის მიღების თაობაზე და მიიღოს გადაწყვეტილება იმ ქვეყანაში დეპორტაციის კუთხით რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა თავშესაფრის მაძიებელი პირი.