რა გზა განვლო და რატომ აირჩია საცხოვრებლად საბერძნეთი მამუკა ლიპარტელიანმა

0
3947

ჩვენი რუბრიკის ” პერსონა “-ს სტუმარია მსახიობი,მუსიკალური პროდუსერი და საბერძნეთში მოღვაწე არაერთი წარმატებული კულტურული პროექტის ხელმძღვანელი  მამუკა ლიპარტელიანი. 
მამუკა ლიპარტელიანი საქართველოში დაიბადა,  დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
წლების მანძილზე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მუსიკალური რედაქციის თანამშრომელი,სტუდია ესტრადის განყოფილების გამგე,არა ერთი მუსიკალური გადაცემების ავტორი და წამყვანი.სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი,ჯანდაცვისა და სოც უზრუნველყოფის მინისტრის თანაშემწე,ფილარმონიის გაერთიანების დირექტორი,მუსიკალური ჯილდო “ოქროს დისკის” დამფუძნებელი. მრავალი საკონცერტო და საგასტროლო პროგრამების ხელმძღვანელი და ავტორი მისი ეს საქმინობ მოიცავს 1992 წლიდან 2000 წლამდე პერიოდს.
2000 წლიდან მამუკა მოღვაწეობას იწყებს საბერძნეთში კერძოდ ათენში სადაც იწყებს კულტურულ შემეცნებით პროგრამებზე მუშაობს.მის სახელს უკავშირდება რუსთაველის თეატრის დასის პირველი გასტროლი ათენში სპექტაკლით “მედეა”. 2008 წლის ომის შემდეგ საქველმოქმედო მარათონი “მარადისობა”.არა ერთი როლი ითამაშა ბერძნულ სერიალებში. ავტორი და ხელმძღვანელი მუსიკალური პროექტების “ოქროს არგო” და” ოქროს მუსიკალური ნოტი”. ათენის ქართველთა საკრებულოს წევრი და ბერძნულ ქართული კულტურის განვითარების ცენტრის ხელძღვანელი.
მამუკა მოგვიყევით თქვენი საქმიანობის თქვენი პერსონის შესახებ.
მოგესალმებით და კეთილი იყოს ჩემი სტუმრობა თქვენს ახალ რუბრიკაში,მინდა გისურვოთ საინტერესო რესპოდენტები და წარმატებები
რაც შეეხება ჩემს შესახებ მოკლეთ გეტყვით, ჩავედი სოფლიდან დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად,ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში,ბავშვობიდან ოცნება მქონდა მსახიობობა და ტელევიზიაში მემუშავა .ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი,რაც შეეხება როგორც მსახიობი ვერ შედგა ჩემგან თუმცა მეორეს, ტელევიზიას რაც შეეხება 1992 წლიდან დავიწყე მუშაობა მუსიკალურ რედაქციაში და მქონდა ჩემი სამი საავტორო მუსიკალური გადაცემა. ერთ ერთი გადაცემის წამყვანი მე თვითონ ვიყავი.ჩვენ მაშინ ცნობილებს გვეძახდნენ )) დღეს,რომ ფეისებს ეახიან.. შემდეგ იყო ბევრი სხვადასხვა სამსახურები,უამრავი სოციალური თუ კულტურული პროექტები შევარდნაძის საქართველოში როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ერთ დიდ ოჯახად ვიყავით შეკრულები.
მამუკა ვინ გეხმარებოდათ თუნდაც იმაში ,რომ ტელევიზიაში დაიწყეთ მუშაობა მიგყავდათ გადაცემები,იყავით მინისტრის თანაშემწე პატარა ასაკში 23 წლის.ფილარმონიის კოფერანსიე 7 წელი და ა.შ ,,,საინტერესოა ვინ იდგა თქვენს უკან?
ჩემს უკან ყოველთვის ჩემი ოჯახი იდგა მათგან მე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას არავინ არ დამხმარებია.
მე ძალიან მიზან დასახული ვარ.ვაღწევ მიზანს ბევრი შრომის შედეგად.პრაგმატულად ვხედავდი ჩემს სამყაროს იმ სოციუმს სადაც მე ვიზრდებოდი და ვყალიბდებოდი ,როგორც ადამიანი,მეგობარი და თანამშრომელი.მე გავიზარდე ტრადიციულ სვანურ ოჯახში) უბედნიერესი ბავშვობა მქონდა ამისთვის მადლობა ჩემს მშობლებს,შემდეგ უფლის ნება იყო ,რომ წავსულიყავი თბილისში და იქ მომხდარიყო ჩემი აღზრდა და ჩამოყალიბება საზოგადოების სრულ უფლებიან წევრად.ბევრი ვიბრძოლე ,ბევრი ვინერვიულე,ემოციები,გულის ტკენა,იმედ გაცრუება და რავი კიდევ რამდენი რამ,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ვფიქრობ შედგა და ჩამოყალიბდა ჩემი სოციუმი.
მამუკა მოგვიყევით საინტერესო დეტალები თქვენი ცხოვრებიდან ,რომელ საინტერესო ადამიანებს გაიხსენებდით.
რომელი ერთი გავიხსენო,პირველად მახსოვს გადაღებაზე მივდივარ პიონერთა კულტურის სასახლეში ჩემი პირველი რესპოდენტი იყო სოსო პავლიაშვილი და მერაბ სეფაშვილი გადაღება დავამთავრეთ ეს იყო 1993 წელი ) და მეუბნება ჩემი რედაქტორი ეხლა სადილად ეთერისთან მივდივართო არ ვიცოდი ეს ეთერი ვინ იყო,მოკლეთ წავედით საბურთალოზე და მივედით ბინაზე კარი იღება სიმღერით “და მე არ მინდა სხვა ნეტარება” ამ სიმღერით ვიცანი რომ ეს იყო ეთერ კაკულია. ღომით და სულგუნით დაიწყო ჩემი და ცხონებული ეთერის მეგობრობა იმ დღის შემდეგ წლები მე ეთერისთან ვსადილობდი თითქმის ყოველ დღე საოცარი მზარეული იყი დედამისი .საინტერესო ადამიანებს შევხვედრივარ ბიძინა კვერნაძე,მედეა ჯაფარიძე,ელენე ყიფშიძე,ნანული აბესაძე,საშა იოსელიანი ,რავი ძალიან ბევრი ,საოცარი ეპოქეალური პერსონები იყვნენ,ბედნიერი ვარ რომ მე მათ ვიცნობდი და შემიძლია თამამად ვთქვა ვმეგობრობდი. მე მაშინ პატარა ვიყავი 22 -23 წლის).
მამუკა სამსახიობო კარიერას რაც შეეხება რატომ არ გააგრძელეთ?
იცით რაა რომ დავიწყე სწავლა და პირველი სემესტრი დავხურე მივხვდი რომ ეს ის არ იყო რაც მე მინდოდა ,, სხვა მიზმნები და ინტერესები გამიჩნდა,მხოლოდ ერთადერთხელ ვიდექი სცენაზე მსახიობის ამპლუაში ვითამაშე პიტერ ვაისის ჟან პოლ მარატის მკვლელობაში ამ სპეკტაკლში სადაც პარტნიორობას ელენე ყიფშიძე მიწევდა მხოლოდ ეს ერთჯერადი შეხება მქონდა თეატრალურ სცენასთან,თორე ისე იცოცხლეთ ჩემო ბატონო ლამის 26 წელია სცენაზე ვარ როდესაც კოფერანსიედ ვმუშაობ).
ემიგრციაში რატომ გადაწყვიტეთ წასვლა ?
სპონტანურად მოვიდა საბერძნეთის მიგრაციაში წასვლა,1999 წელს მე მქონდა პირველ არხზე პუბლიცისტური გადაცემა “გარე სამყარო”სადაც სხვათაშორის ძალიან საინტერესო თემებზე გვიწევდა მუშაობა ,როგორიცაა ბიუროკრატია,კორუფცია და ა.შ. ერთ მშვენიერ დღეს რედაქციაში ზარია და ქალბატონის ხმა გაისმა გთხოვთ იქნებ გაგვაგებინოთ საბერძნეთში გვინდა წასვლა ,შეკითხვა რამდენი დოლარი უნდა გადავიხადოთ? ,გამიკვრდა და ვეკითხები სად რეკავთ ეს ტელევიზიაა თქო,,,და გათიშა ტელეფონი.ვერ მოვისვენეა, დამაინტერესა რა ხდებოდა ამ საელჩოში. რათქმაუნდა ვრეკავ საბერძნეთის საელჩოში თბილისში და ვითხოვ შეხვედრას ელჩთან მოკლეთ მე ჩემი გადამღები ჯგუფით ვესტუმრე საელჩოს ჩავწერე ინტერვიუ კონსულთან და ელჩთან.რომ მოვრჩი გადაღებას ვუთხარი კონსულს რომ მე ანალოგიური ფორმატით გადაცემას ვამზადებ საბერძნეთში და თქვენი დახმარება დამჭირდება ვიზის მიღებაზეთქო ,,,მითხრეს მობრძანდით და რათქმაუნდა ვიზას მოგცემთო. ასე აღმოვჩნდი საბერძნეთში ,ჩამოვედი მაშინ სამი ოთხი ქართველი თუ იქნებოდა ჩავწერე გადაცემა დავბრუნდი საქართველოში და ერთი კვირის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება მივატოვე ყველაფერი სამსახური კარიერა და გადმოვცხოვრდი ათენში.ეს ქალაქი მიყვარს ძალიან) მის შემდეგ გავიდა 17 წელი)
მე მიყვარს ეს ქვეყანა ,ხალხი ტრადიციები კულტურა,აქ ბედნიერი ვარ აქ ვგრძნობ რომ ვცოცხლობ და ვაკეთებ ჩემს საყავარელ საქმეს,,ვიღაცეები აფასებენ ვიღაცეები რა,,ესეც კანონზომიერია.
თქვენი მოღვაწეობა ათენში გაგრძელდა ,ხელმძღვანელობთ სხვადასხვა კულტურულ პროგრამებს …
კი ბევრი საინტერესო პროგრამები მაქ გაკეთებული და ვაკეთბ კიდეც ჩემს ჯგუფთან ერთად .ჩემს ფროდაქშენში გაერთიანებულია კრეატიული ,პროფესიონალი და ნოვატორული ადამიანები,რომლებიც საინტერესო შემეცნებით იდეებს და ნოვაციებს ნერგავენ ქართულ ბერძნულ კულტურულ ურთიერთობაში.
მამუკა როგორც ვიცით თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ ბერძნულ შოუ ბიზნესის ცნობილ სახეებთან.ხშირად წერდა ქართული პრესა თქვენი და ჯული მასინოს ურთიერთობაზე …
კი ვთანამშრომლობ ვმეგობრობ ბევრ მათგანთან,ისინი საინტერესო ადამიანები არიან.

(იცინის) კი ბევრი იწერებოდა ჩვენს შესახებ,ეს ლოგიკურია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის,ჯული არაჩვეულებრივი მეგობარი და ადამიანია,,მას ძალიან უყვარს ქართველები და საქართველო,ვმეგობრობ ბევრ ბერძენ ხელოვანებთან მომღერლებთან მსახიობებთან ისინი ყოველთვის იღებენ მონაწილეობას ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში,ლეფტერის პანტაზის,ბესი არგირაკი,სოფია ბოსუ,ალექსი დერმიცაკი,თანასის ეფთიმიადის რავი ძალიან ბევრნი არიან მათ უყვართ ქართველები და ყოველთვის სიამოვნებით მოდიან ხოლმე ქართულ საღამოებზე.


მამუკა თქვენი სამომავლო გეგმები
ყველამ კარგად ვიცით რომ 14 იანვარს ანსამბლი მეტეხი ესტუმრება ათენს და არაჩვეულებრივ საღამოს გაუმართავენ ქართველ ემიგრანტებს.ამას გარდა ჩვენს ფროდაქშენს დაწყებული აქვს კიდევ ორი პროექტი ,რომელიც მთლიან 2018 წელს მოიცავს და დასრულდება 2019 წლის იანვარში,ეს გახლავთ სოციალური უპრეცენდენტო ნოვაციური პროექტი სადაც ჩართული იქნება საბერძნეთის მხარეც.
პროექტის მხარდამჭერია ათენის ქართველთა საკრებულო და საქართველოს საელჩო საბერძნეთში.
დიდი მადლობა მამუკა საინტერესო საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
მადლობა თქვენ და დამდეგ შობა ახალ წელს ულოცავ ყველა ქართველს!

ესაუბრა ლიზი ჩხაიძე.