ბათუმი: შესაძლოა, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვოს

0
958
ბათუმი დაჯილდოებაზე – World Travel Awards ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. მიიღებს თუ არა ბათუმი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს, 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა. ბათუმის კონკურენტები არიან: სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა-ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).
28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლო. დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრებიან.
დაჯილდოება World Travel Awards 1993 წლიდან სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
ავტორი:ჟანა მეგრელიშვილი