თურქული ენის გამოცდის ჩაბარების მსურველების რეგისტრაცია ყველა ქვეყნიდან 18 ივნისს დაიწყება.

0
1374

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხრიდან მიმდინარე წელს მესამედ ჩასატარებელ თურქული ენის ცოდნის გამოცდა,  28 ივლისს ჩატარდება. გამოცდისთვის მიმართვები კი 18 ივნის-13 ივლისს შორის არის  შესაძლებელი.  ინსტიტუტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდა კითხვის, სმენის, წერის და საუბრის უნარებში ჩაუტარდება. გამოცდა, როგორც თურქეთში ასევე ყველა იმ ქვეყანაში სადაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ფუნქციონირებს,  ერთდროულად ჩატარდება. გამოცდის წარმატებით ჩამბარებელ  კანდიდატებს B2, C1, C2-ს კატეგორიების თურქული ენის სერთიფიკატები გადაეცემათ. მათ კი აღნიშნული სერთიფიკატით თურქული ენის თარჯიმნობა შეეძლებათ. განაცხადის შეტანა შეგიძლიათ ინტერნეტ მისამართზე   http://sinav.yee.org.tr