რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა თურქეთში

0
3163

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს ბოლო წლებ­ში სულ უფრო მეტი ქარ­თვე­ლი ატა­რებს თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო­ზე. თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბა აირ­ჩი­ეს თბი­ლი­სელ­მა დებ­მა თეა და ნინა ქურ­ცი­კა­ძე­ებ­მაც, თუმ­ცა, ეს დას­ვე­ნე­ბა მათ­თვის ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ დას, თეას მწერ­მა უკბი­ნა, რის შე­დე­გა­დაც გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად, AMBEBI.GE მომ­ღე­რალ თამ­თა ჭე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

თამ­თა ჭე­ლი­ძე:

– თეა და ნინა დე­და­ჩე­მის მე­გობ­რის შვი­ლე­ბი არი­ან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი არი­ან. და­სას­ვე­ნებ­ლად იყ­ვნენ თურ­ქე­თის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც თეას სა­ვა­რა­უ­დოდ მწერ­მა უკბი­ნა, შრა­ტი არ გა­ი­კე­თა და გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, აე­რო­პორ­ტში გახ­და ცუ­დად. აქ როცა ჩა­მო­ვიდ­ნენ, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მო­წამ­ლუ­ლი ჰქონ­და მთე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი. ოჯა­ხი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაფ­რე­ნას აპი­რებ­და, მაგ­რამ ექი­მებ­მა უთხრეს, ფრე­ნას ვერ შეძ­ლებ­სო, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო უკვე ყვე­ლა­ფე­რი და ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გო­გო­ნა მწე­რის ნაკ­ბე­ნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, მისი ახ­ლობ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის და ნინი ქურ­ცი­კი­ძე ამ­ბობს, რომ მის დას სეფ­სი­სი გა­ნუ­ვი­თარ­და, თუმ­ცა სეფ­სი­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მათ­თვის უც­ნო­ბია.

– რამ გა­მო­იწ­ვია ჩემი დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის. სეფ­სი­სი გა­ნუ­ვი­თარ­და ორ­გა­ნიზ­მში, მაგ­რამ სეფ­სი­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

– თურ­ქეთ­ში გახ­და ცუ­დად?

– სა­ნამ გა­მოვფრინ­დე­ბო­დით ღა­მით სი­ცხემ მის­ცა, როცა თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დით უკვე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და, და­ე­წყო კი­დუ­რე­ბის ტკი­ვი­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ვა­თავ­სეთ და უკვე სრუ­ლი­ად და­ვირუ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და ორ­გა­ნიზ­მი. ვა­პი­რებ­დით ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის ჩა­მოყ­ვა­ნას, ან ჩემი დის გა­დაყ­ვა­ნას სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო ორ­გა­ნიზ­მი და ტრან­სპორ­ტი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ლიმ­ბა­ხის კლი­ნი­კა­ში ჩა­ვა­ბა­რეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზე­ბი, მაგ­რამ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. ინ­ფი­ცი­რე­ბა ფილ­ტვებ­ზე, ღვიძლზე და თირკმელ­ზე იყო მო­დე­ბუ­ლი. ოთხი დღე აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი.