ესპანეთის მთავრობამ აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული 60 მიგრანტი მიიღო

0
954

ესპანეთის მთავრობამ დამატებით, აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული 60 მიგრანტი მიიღო.

მიგრანტებით სავსე ნავი ქალაქ ვალენსიის ნაპირს გვიან ღამით მიადგა.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კარმენ კალვომგანაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან ერთად მზად არიან აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული მიგრანტები, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის ან საომარი მოქმედებების მსხვერპლად იქცნენ, თავშესაფრით უზრუნველყონ.

ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ ბოლო სამ თვეში 800-მდე მიგრანტი მიიღო.