გოჩა გელოვანის და თამარ ავალიშვილის თაღლითური სქემა და უცხოეთში დასაქმების პირობებით მოტყუებული მოქალაქეები

0
2959

მორიგი თაღლითობა საზღვარგარეთ დასაქმების პერსპექტივით. საქმე, რომელზეც სამართალდამცველები უკვე მუშაობენ, თაღლითობის სქემას უკავშირდება. 5 მოქალაქეს თამარ ავალიშვილმა დიდ ბრიტანეთში სამუშაოდ გაყვანის სანაცვლოდ თანხა გამოართვა. მერე გამგზავრება რამდენჯერმე გადაუდო, ამის შემდეგ თაღლითურ ქმედებებზე ეჭვი გაჩნდა.

სავარაუდო დანაშაულის საქმეში რამდენიმე მოქმედი პირია. მათ შორის დაზარალებული ქალბატონები გოჩა გელოვანს გამოყოფენ. როგორც საქმიდან ჩანს მოლაპარაკების დროს თამარ ავალიშვილმა, საქმის მთავარ მომგვარებელ პირად სწორედ გელოვანი დაასახელა. საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ 5 ქალბატონს ის უშიშროების თანამშრომლად გააცნო, რომელიც ყველა საბუთის მომზადებას უპრობლემოდ შეძლებდა. ტყუილი თავად დაზარალებულებმა გამოააშკარავეს, ამბის გასაჯაროების შემთხვევაში კი ავალიშვილი მათ დაემუქრა.

თამარ ავალიშვილის მიერ ნახსენები სუს-ის მაღალჩინოსნის ვინაობა „კურიერმა“ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურში გადაამოწმა, გაირკვა, რომ ამ სახელით და გვარით უშიშროების უწყებაში არც ახლა და არც გასულ წლებში არავის უმუშავია.

ამ დაძაბული საუბრის მიუხედავად, ავალიშვილმა კიდევ ერთხელ დააჯერა დაზარალებულები, რომ უპრობლემოდ გაიყვანდა საზღვარზე. ამ საქმის სანაცვლოდ კი სამსახურის მაძიებელ 5 ქალს საერთო ჯამში 7 ათასი ევრო და 7 ათასი დოლარი გამოართვა.

იხილეთ რეპორჟი ბმულზე: http://rustavi2.ge/ka/news/111857