იტალიაში საქართველოს საელჩოს კონსული თამთა რჩეულიშვილი ქ. ფლორენციაში თანამემამულეებს შეხვდა

0
2252

2017 წლის 9-10 დეკემბერს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული თამთა რჩეულიშვილი და ვიცე-კონსული სოფიკო ქოჩქიანი მივლინებულნი იქნენ ქ. ფლორენციაში, რომლის ფარგლებშიც ესტუმრნენ კულტურული ასოციაცია “ჟალეთის” მიერ დაარსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ქ. ემპოლიში. კონსული და ვიცე-კონსული გაესაუბრნენ მოსწავლეების მშობლებსა და სკოლის ხელძღვანელებს, უპასუხეს მათ კითხვებს და გაუწიეს საკონსულო მომსახურება.

საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ქ. ფლორენციაში კვირის წირვას და ქ. ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოს ხელმძღვანელის მამა ანდრიას დახმარებით შესაძლებლობა მიეცათ წირვის შემდგომ საკონსულო მომსახურება გაეწიათ საქართველოს მოქალაქეებისათვის.

საელჩო მადლობას უხდის თანადგომისათვის მამა ანდრიას, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებს, მოსწავლეების მშობლებს და თითოეულ მოქალაქეს გულთბილი მიღებისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ ასოციაცია „ჟალეთის“ საკვირაო სკოლა ქ. ფლორენციაში გაკვეთილებს ატარებს კვირა დღეს 15:30სთ-დან შემდეგ მისამართზე Via Palazzuolo N8
ხოლო ქ. ემპოლიში შაბათ დღეს 17:30სთ-დან, შემდეგ მისამართზე Via Cavour 43/b-Misericordia di Empoli.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ ქ. ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი წრე შემდეგ მისამართზე Via dei Serragli 102, Firenze. – ნათქვამია იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.