იტალიაში, ქ. არონაში იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება შედგა

0
1468

ქალაქ არონას “იტალიის პარტიზანთა ეროვნული ასოციაციის” ინციატივითა და მილანში არსებული საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებლის” თანამშრომლობით, გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა 1944 წლის 3 დეკემბერს გმირულად დაღუპულ ქართველ პარტიზანს, იტალიის ეროვნულ გმირს ფორე მოსულიშვილს. იტალიელებმა და ქართველმა ემიგრანტებმა 3 დეკემბერს პატივი მიაგეს ფორე მოსულიშვილის ხსოვნას არონის ძმათა სასაფლაოზე და შემდეგ ქალაქის მუნიციპალიტეტის ტომაზო მოროს სახელობის დარბაზში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ, სადაც სხვა გამომსვლელებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სათვისტომოს თავმჯდომარემ ქ-მა ნუნუ გელაძემ. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,,მხარდამხარ”, რომელიც იტალიაში პარტიზანების, და მათ შორის ქართველი პარტიზანების მოღვაწეობას ასახავს.