geoconsul.gov.ge -ის მეშვეობით გამარტივებული საკონსულო მომსახურებები

0
9678
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა  ვებ-გვერდი: https://www.geoconsul.gov.ge   რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.
ვებ-გვერდი https://www.geoconsul.gov.ge შეიცავს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ არაერთ  საჭირო ინფორმაციას.
ვებ გვერდის  საშუალებით გამარტივდა ასევე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურებათა მიღების პროცესი, ვინაიდან შესაძლებელია ეს აღნიშნულ ვებ გვერდზე დისტანციურად, ელექტრონული განაცხადის დარეგისტრირების გზით. რაც თავის მხრივ ზოგავს მოქალაქის დროს და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შესაბამისი ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.
 იხ. ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=TdprfdKmHhQ
ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ  გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ.
  • დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
  • მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
  • ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
  • დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
  • საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
  • მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია.
  • https://www.youtube.com/watch?v=TdprfdKmHhQ